Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
17 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
გერმანელმა მეკარემ გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ტოტენჰემთან მატჩში ორტეგას მიერ სონ ჰინ-მინის დარტყმულის მოგერიება მანჩესტერ სიტის სატიტულო ბრძოლაში ერთ-ერთი გადამწყვეტი აღმოჩნდა.
მან ასევე FA თასის ყველა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც სიტი ფინალში გავიდა.
ორტეგა ქალაქელებს 2022 წელს შეუერთდა, მას შემდეგ კი 34 მატჩი ჩაატარა და გუნდთან ერთად 2 პრემიერ ლიგა, FA თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
რაც შეეხება მან.სიტის მთავარ მეკარეს ედერსონს, მისი მომავალი ჯერ-ჯერობით გაურკვეველია.
ბრაზილიელის წასვლა გუნდიდან სავსებით შესაძლებელია კარგი შემოთავაზების შემთხვევაში. ინტერესი არსებობს საუდის არაბეთიდან, გადაწყვეტილება კი თავად მოთამაშეზეა.
ასე რომ ჯერ-ჯერობით უცნობია, ვინ დაიცავს გვარდიოლას გუნდის კარს მომავალ სეზონში.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები
16 დღის წინ
16 დღის წინ
4 დღის წინ
1 დღის წინ