Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
თ
თაზო ჩარკვიანი
12 დღის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალურ ეტაპზე ბორუსიამ პსჟ დაამარცხა და ფინალში ითამაშებს.
დორტმუნდელებს ფინალის გზაზე ედინ ტერზიჩი გაუძღვა, რომელიც გუნდს 2022 წლიდან წვრთნის. გასულ სეზონში მისი ხელმძღვანელობით ბორუსია კიდევ ერთ ტრიუმფთან იყო ახლოს, მაგრამ გუნდმა გერმანიის ჩემპიონობის შანსი ბოლო ტურში გაუშვა.
ინტერნეტში ტერზიჩის ძველი ფოტო ვრცელდება, რომელშიც ის დორტმუნდის მატჩს გულშემატკივრის სტატუსით ესწრება. ეს 2012 წელს იყო, როცა კლოპის გუნდმა ბუნდესლიგა მიუნხენის ბაიერნს მოუგო. 2013-ში კი ბორუსია უკვე ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა.
გადის 11 წელი და გერმანული გუნდი ისევ ლიგის ფინალშია, ისევ უემბლიზე, ამჯერად კი გუნდს ერთ დროს დიდი გულშემატკივარი ედინ ტერზიჩი თავკაცობს, რომელიც შეეცდება, რომ წინა ფინალისგან განსხვავებული შედეგი დააფიქსიროს და შარშანდელი კრახიც დაავიწყოს ფანებს.
დორტმუნდი ფინალში მეტოქის ვინაობას დღეს გაიგებს. სანტიაგო ბერნაბეუზე გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთს მადრიდის რეალი და მიუნხენის ბაიერნი დაუპირისპირდებიან.
კომენტარები
1 დღის წინ
3 დღის წინ
1 დღის წინ