Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ფრანგული ფეხბურთის ლეგენდამ, ემანუელ პეტიმ ჩავი ერნანდესი გააკრიტიკა.
„ჩავი ბოლო თვეებია სულ ათას რამეზე წუწუნებს - ხან მსაჯებზე, ხან ფულზე, ხან ფეხბურთელების ცუდ ფორმაზე და ხან იმაზე, რომ ისინი 100%-ით არ იხარჯებიან. ის მუდმივად ცდილობს რთული სეზონის სხვადასხვა მიზეზები მოიძიოს.
მან თქვა, რომ არ დააფასეს. არადა, ეს უბრალოდ დიდი კლუბის მართვის საფასურია. იგივე გაიარა ანჩელოტიმ პსჟ-შიც. ბევრი მწვრთნელი არსებობს ტიტულების დიდი მონაგარით, მაგრამ ამინდი სამწვრთნელო საქმიანობაში სწრაფად იცვლება. ეს არის ფასი, რომელსაც იხდი, როცა დიდი კლუბის მწვრთნელი ხარ.
ჩვენც გვყავს უამრავი ხშირად ტრავმირებული ფეხბურთელი, რომლებიც კვირებით ვერ გვეხმარებიან და ეს სანერვიულოა. ისე კი, შეხედეთ უსმან დემბელეს - ის პსჟ-ში მოვიდა და ტრავმებს საერთდ აღარ იღებს. იქ სულ ტრავმირებული იყო. ახლა კი დაზიანებებს არარ ირებს.
წარმოდგენა არ მაქვს, რა სჭირს ბარსელონას სამედიცინო პერსონალს და როგორ ვარჯიშებს მიმართვენ. უბრალოდ ვერ ვხვდები." - აღნიშნა პეტიმ.
კომენტარები
2 დღის წინ
17 საათის წინ
3 საათის წინ