Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
პრემიერ ლიგის 36-ე ტურში ლივერპულმა ენფილდზე ტოტენჰემს უმასპინძლა.
ანგარიში მე-16 წუთზე მოჰამედ სალაჰმა გახსნა. ტაიმის მიწურულს კი ენდი რობერტსონმა მასპინძელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა.
50-ე და 59-ე წუთზე თავი კოდი გაკპომ და ჰარვი ელიოტმაც გამოიჩინეს და ანგარიში გამანადგურებელი (4-0) გახდა.
თუმცა ტოტენჰემმა თამაშში დაბრუნება სცადა, 72-ე წუთზე რიჩარლისონმა შეძლო გოლის გატანა, აქედან 5 წუთში კი სონ ჰინ-მინმა სხვაობა კიდევ უფრო შეამცირა, თუმცა ლონდონელებმა მატჩის მოტრიალება ვეღარ შეძლეს და შეხვედრა 4-2 დასრულდა.
ლივერპულმა ამ გამარჯვების შემდეგ 78 ქულა დააგროვა და პირველადგილოსან არსენალს 5 ქულით ჩამორჩება. ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე მერსისაიდელები ჩემპიონობის თეორიულ შანსს კვლავ ინარჩუნებენ, თუმცა არსენალმა და მანჩესტერ სიტიმ თავიანთი შანსები უნდა გაანიავონ.
კომენტარები
22 წუთის წინ
32 წუთის წინ
12 საათის წინ
12 საათის წინ