Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური კენჭისყრა ლუის ენრიკემაც შეაფასა.
ესპანელის პარი სენ-ჟერმენის მეტოქე ბარსელონა იქნება.
„სახლში დაბრუნება ძალიან მიხარია. ჩემთვის ეს სრულიად განსხვავებული ადგილია. ამ გუნდებს ერთმანეთთან რამდენჯერმე უკვე ნათამაშები აქვთ.
გაგვიმართლა, იმიტომ რომ ესპანეთში ვბრუნდებით, სადაც მე ჩემი კარიერის დიდი ნაწილი გავატარე. თავს იქ დიდებულად ვგრძნობ და ეს კარგი სიახლეა.
ვიცოდით, რომ ტურნირის ამ ეტაპზე რთლი მეტოქე გვეყოლებოდა. დაპირისპირება ორი მატჩისგან შედგება. მოედანზე უნდა დავამტკიცოთ, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლას ვიმსახურებთ. ფავორიტი მეორე გუნდი იქნება, მაგრამ საბოლოო შედეგის წინასწარმეტყველება რთულია." - აღნიშნა ენრიკემ.
კომენტარები
15 საათის წინ
2 საათის წინ
2 საათის წინ