Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
11 დღის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალში მადრიდის რეალმა ბაიერნს მოუგო და მორიგ ფინალში გავიდა.
შეხვედრა სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
თამაში მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა, მანუ ნოიერმა არაერთი კარგი სეივი შეასრულა, თუმცა დაწინაურება 68-ე წუთზე ალფონსო დევისით ბაიერნმა მოახერხა.
სამ წუთშივე რეალმა წონასწორობა აღადგინა, თუმცა გოლი შეტევაში ჯარიმის გამო ვიდეორეფერის დახმარებით გაუქმდა.
88-ე წუთზე ვინისიუსის დარტყმის შემდეგ ნოიერს ხელიდან ბურთი გაუვარდა და დამატებაზე ხოსელუმ მოახერხა ანგარიშის გათანაბრება, რომელმაც სამ წუთში რუდიგერის პასით დუბლიც შეასრულა და რეალი ჩემპიონთა ლიგის მორიგ ფინალში გაიყვანა.
შესაბამისად, 2024 წლის 1 ივნისს, უემბლიზე ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს მადრიდის რეალი და დორტმუნდის ბორუსია დაუპირისპირდებიან.
კომენტარები
17 საათის წინ
22 საათის წინ
20 საათის წინ
13 საათის წინ