1 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ერთა ლიგის A დივიზიონის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ესპანეთმა შვეიცარიას 3:2 მოუგო.
შეხვედრა ტენერიფეში გაიმართა და ფურია როხას ბოლო წუთებზე მოპოვებული გამარჯვებით დასრულდა.
32-ე წუთზე ანგარიში იერემი პინომ გახსნა, რომელმაც პედრის გაცუდებული თერთმეტმეტრიანის შემდეგ ანგარიშის გახსნა იმავე შეტევაში მოახერხა.
მონტეირომ 63-ზე ანგარიში გაათანაბრა, ხუთ წუთში ბრაიან ხილმა ესპანეთი კვლავ წინ გაიყვანა. 85-ზე ზექირიმ როხას კარში დანიშნული პენალტი ზუსტად შეასრულა და თითქოს, გუნდები ფრეს დასჯერდნენ, თუმცა კომპენსირებულ წუთებზე მსაჯმა შვეიცარიის კარში კიდევ ერთი თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც ამჯერად ბრაიან სარაგოსამ შეასრულა და არ შეცდა - 3:2.
ესპანეთმა ჯგუფში 16 ქულა დააგროვა და უახლოესი მდევარი დანია (8) სოლიდური უპირატესობით ჩამოიტოვა. მესამე ადგილს სერბეთი დასჯერდა (6 ქულა), რომელიც დივიზიონში დარჩენის პლეიოფს ითამაშებს, შვეიცარია კი (2 ქულა) ერთა ლიგის ახალ გათამაშებას B ლიგაში დაიწყებს.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები