-
Aa
+
ფონტის ზომა
ბრაზილიის ნაკრებისა და პალმეირასის 17 წლის მოთამაშე ესტევაო The Guardian-ს ესაუბრა.
"როცა ჩელსისთან კონტრაქტი გავაფორმე, შემდეგ დღეს გოლი გავიტანე და პალმერივით აღვნიშნე. შემდეგ ინსტაგრამზე მოვნიშნე, მან ვარსკვლავი მიწოდა და მეც იგივე დავუძახე. მან მითხრა, რომ ჩელსიში ერთად ბევრ დიდებულ რაღაცას შევქმნით.
ჩელსის დეკემბერში ვეწვევი. ლონდონი ადგილია, სადაც წასვლა ნამდვილად მინდა. ამბობენ, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ქალაქია. მინდა, ვნახო თუ სად იქნება ჩემი მომავალი. თამაშებს უკვე ვუყურებ და პრემიერ ლიგას ვსწავლობ.
წარსულში ტიაგო სილვა, ვილიანი და აზარი იყვნენ მისაბაძი მაგალითები ჩემთვის.
ჩემი უდიდესი ოცნებაა, რომ მსოფლიოში საუკეთესო მოთამაშე ვიყო. ერთ დღეს მე საუკეთესოებს შორის ვიქნები, მაგრამ არ ვიტყვი, რომ ამას რამდენიმე წელში მივაღწევ. ეს ბუნებრივად მოვა.
ვარჯიშის დროს ალისონს გოლებს ვუტან და ვაბრაზებ ხოლმე, იმედია ამას შემდეგ წელს პრემიერ ლიგაშიც გავაკეთებ.
ჩელსიში გადასვლა მათი მომავლის გეგმის გამო გადავწყვიტე. ეს არის კლუბი, რომელმაც ჩემი დაიჯერა და მენდო. იმედია, ამას უკან დავაბრუნებ." - განაცხადა ახალგაზრდა ბრაზილიელმა.
ესტევაო ჩელსიმ პალმეირასიდან 57 მილიონ ევროდ (ბონუსების ჩათვლთ) დაიბევა. მოთამაშე ლონდონში 2025 წლის ზაფხულში გადაბარგდება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები