მთავარი
ევრო 2024
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ევრო 2024-ზე მეოთხე სათამაშო დღე მოგვადგა კარს დადღესაც 3 თამაშს ვიხილავთ.
სათამაშო დღე ტრადიციულად 17:00 საათზე გაიხსნება -ერთმანეთს რუმინეთის და უკრაინის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.
რუმინეთმა საკვალიფიკაციო ეტაპზე ყველა გააოცა, როცა აშკარა ფავორიტ შვეიცარიას ჯგუფი წაუგებლად მოუგო - 10 მატჩში გუნდმა 6 გამარჯვება მოიპოვა, 4 ფრე ითამაშა და 22 ქულით შემდეგ ეტაპზე პირველი ადგილით გავიდა, შვეიცარიას კი მეორე ადგილისთვის ბრძოლა ისრაელთან მოუწია.
რუმინეთმა 2016 წლის შემდეგ პირველი, ისტორიაში კი მეექვსე ევროზე შეძლო მოხვედრა. ამ დრომდე რუმინთის საუკეთესო შედეგი მეოთხედფინალია, რომელიც გუნდმა 2000 წელს დააფიქსირა. სხვა ყველა შემთხვევაში გუნდი ჯგუფში რჩებოდა.
რაც შეეხება უკრაინას, გუნდი საკვალიფიკაციოზე სიკვდილის ჯგუფში მოხვდა ინგლისთან და იტალიასთან და იქაც ბოლომდე იბრძოლა - ევროპის მოქმედ ჩემპიონს ტურნირის საგზური ბოლო ტურამდე არ ჰქონდა განაღდებული. საბოლოოდ, რებროვის გუნდს ევრომდე გზის გაკვლევა საქართველოს მსგავსად, ერთა ლიგით მოუწია, რაც წარმატებით მოახერხა და ჯერ ბოსნიას ჰერცოგოვინას მოუგო, შემდეგ კი ფინალში ისლანდიას.
უკრაინას ისტორიაში სამ ევროზე აქვს ნათამაშები -2012-ში და 2016-ში გუნდი ჯგუფში ჩარჩა, 2020-ში კი მეოთხედფინალამდე მივიდა და მომავალ ფინალისტ ინგლისთან დამარცხდა, რაც დღემდე ნაკრების საუკეთესო შედეგად რჩება.
რუმინეთის და უკრაინის ურთიერთშეხვედრების ისტორია 6 მატჩს მოიცავს - 3 გამარჯვება ერთმა მოიპოვა, 3 მეორემ.
სავარაუდო შემადგენლობები:
რუმინეთი: ნიტა, რატიუ, დრაგუშინი, ბურკა, ბანკუ, მარიუსმარინი, რაზვან მარინი, მანი, სტანჩუ, მიჰაილა, დრაგუში
უკრაინა: ლუნინი, კონოპლია, მატვიენკო, ზინჩენკო, შაპარენკო, სტეპანენკო, სუდაკოვი, ციგანკოვი, დოვბიკი, მუდრიკი.
ჩვენი პროგნოზი: ორივე გუნდი მოახერხებს გოლის გატანას, თუმცა უკრაინა მინიმალურ გამარჯვებას მოიპოვებს.
ბელგია - სლოვაკეთი (20:00)
ბელგიაში ახალი ერა იწყება - ოქროს თაობა წარსულს ჩაბარდა, იტალიელ დომენიკო ტედესკოს კი გუნდი პირველ დიდ ტურნირზე გაჰყავს.
საკვალიფიკაციო ეტაპი ბელგიამ ერთი ამოსუნთქვით გაიარა - 8 მატჩში გუნდმა 6 გამარჯვება მოიპოვა და მხოლოდ 2 ფრე ითამაშა. მიუხედავად ამისა, ავსტრიასთან პირველი ადგილისთვის ჭიდილი ბოლო ტურამდე მოუწია და მხოლოდ უკანასკნელ შეხვედრაში შეძლო პირველი ადგილის განაღდება.
ბელგიის ნაკრებისთვის ეს მეშვიდე ევროა და ამ დრომდე გუნდის საუკეთესო შედეგი მეორე ადგილი რჩება, რომელიც შორეულ 1980 წელს დააფიქსირა, როცა ფინალში გერმანიასთან დამარცხდა. ბოლო ორი ევრო (2016 და 2020) გუნდმა მეოთხედფინალში გასვლით დაასრულა.
სლოვაკეთმა საკვალიფიკაციო ეტაპზე J ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და პირველობა პორტუგალიას დაუთმო, რომელთანაც თავისი ორივე მარცხი განიცადა. 22 ქულით სლოვაკებმა ევროზე გასვლა საკმაოდ დამაჯერებლად მოახერხეს და მესამეადგილოსანი ლუქსემბურგი 5 ქულით ჩამოიტოვეს.
დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსით სლოვაკეთი მესამე ევროს ატარებს - 2016-ში გუნდმა მერვედფინალი წააგო, 2020-ში კი ჯგუფში ჩარჩა. მთლიანობაში, გუნდის საუკეთესო შედეგი კი ჩემპიონობაა, რომელიც გუნდმა 1976 წელს, ჩეხოსლოვაკიის სახელით მოიპოვა.
ბელგია და სლოვაკეთი ერთმანეთს ისტორიაში მეოთხედ, მაგრამ ოფიციალურ ტურნირებზე პირველად გადაეკვეთებიან. აქამდე ჩატარებული მატჩებიდან ბელგიამ 1 მოიგო, ორჯერ კი ფრე დაფიქსირდა. სამივე შეხვედრაში გუნდებმა ერთმანეთის კარში გოლების გატანა მოახერხეს.
სავარაუდო შემადგენლობები:
ბელგია: კასტელსი, ფაესი, ვიტსელი, დე კვიპერი, კასტანი, მანგალა, ონანა, დოკუ, ტროსარი, დე ბრუინი, ლუკაკუ.
სლოვაკეთი: დუბრავკა, პეკარიკი, ვავრო, შკრინიარი, ჰანცკო, კუცკა, ლობოტკა, დუდა, შრანცი, ბოზენიკი, ჰარასლინი.
ჩვენი პროგნოზი: საკმაოდ მძიმე და დახურულ შეხვედრას უნდა ველოდოთ, შესაძლოა ნაკლები გოლებითაც კი და არ გამოვრიცხავთ ფრესაც. გავრისკავთ და ამ მატჩში ფსონს სლოვაკეთის არ წაგებაზე ჩამოვალთ.
სათამაშო დღეს კი ავსტრია - საფრანგეთის დაპირისპირება დახურავს (23:00)
საფრანგეთმა ევროს საკვალიფიკაციო ეტაპი ერთი ამოსუნთქვით გაიარა და 8 მატჩში 7 გამარჯვება მოიპოვა და ერთადერთხელ ითამაშა ფრე (საბერძნეთთან ბოლო ტურში 2:2, როცა პირველობა განაღდებული ჰქონდა). მთავარი კონკურენტი ნიდერლანდები, რომელიც საფრანგეთს ევროზეც ჰყავს ჯგუფში, გუნდმა ორივეჯერ დაამარცხა, სახლშიც და გასვლაზეც.
ფრანგებს ევროპის ჩემპიონატზე აქამდე 10-ჯერ აქვთ ნათამაშები და 2-ჯერ შეძლეს თასის აღმართვა. უკანასკნელი წარმატება 2000 წლით თარიღდება. თუ წელს საფრანგეთი თასს მოიგებს, ის გერმანიას და ესპანეთს ევროპის ჩემპიონობის ტიტულების რაოდენობით დაეწევა და ყველაზე ტიტულოვანის სტატუსს მოიპოვებს (იგივეს შანსი იტალიასაც აქვს).
ავსტრიამ საკვალიფიკაციო ეტაპი დამაჯერებლად გაიარადა მეორე ადგილზე დაასრულა - 8 მატჩში გუნდმა 6 გამარჯვება მოიპოვა, 1 ფრე ითამაშა და 1-ხელ დამარცხდა. ბელგიამ რანგნიკის გუნდს პირველობა მხოლოდ 1 ქულით აართვა.
ავსტრიას აქამდე 3 ევროპის ჩემპიონატზე აქვს ნათამაშები - 2008, 2016 და 2020. საუკეთესო შედეგი კი მერვედფინალია, რომელიც გუნდმა წინა ევროზედა აფიქსირა.
საფრანგეთის და ავსტრიის გზები 23-ჯერ გადაიკვეთა, საიდანაც 13 გამარჯვება საფრანგეთმა მოიპოვა, 9 ავსტრიამ, 3-ჯერ კი ფრე დაფიქსირდა. გარდა ამისა, გუნდებმა 23 მატჩიდან 16-ში მოახერხეს ერთმანეთის კარის აღება.
ასეთ სტატისტიკებს დღევანდელ მატჩებზე უფრო უკეთ აქ დაჭერით გაეცნობი.
სავარაუდო შემადგენლობები
ავსტრია: პენცი, პოში, დანსო, ვობერი, მვენე, სიევალდი,გრილიშჩი, ლაიმერი, ზაბიტცერი, ბაუმგარტნერი, გრეგორიჩი
საფრანგეთი: მენიო, კუნდე, სალიბა, უპამეკანო, ტეო ერნანდესი ,კანტე, რაბიო, დემბელე, გრიზმანი, მბაპე, ტურამი.
ჩვენი პროგნოზი: ავსტრია შეძლებს და მოედანს უგოლოდ არ დატოვებს, მაგრამ საფრანგეთი საბრძოლო გამარჯვებას მოიპოვებს.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები
6 საათის წინ
8 საათის წინ
4 საათის წინ
5 საათის წინ