მთავარი
ევრო 2024
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ევრო 2024-ს მეოთხე სათამაშო დღეს კვლავ 3 თამაში გაიმართება.
პირველ შეხვედრაში ერთმანეთს რუმინეთის და უკრაინის ნაკრებები დაუპირისპირდებიან (17:00)
გუნდებს შორის აქამდე გამართული 6 შეხვედრიდან სრულ თანაფარდობას ვხვდებით - 3 გამარჯვება რუმინეთმა მოიპოვა, 3 კი - უკრაინამ.
პირველი მატჩი 2001 წლით თარიღდება, როცა რუმინეთმა 1:0 იმარჯვა, უკანასკნელი კი 2016 წლით, როცა უკრაინამ უხვგოლიან დაპირისპირებაში მეტოქეს 4:3 აჯობა.
უკრაინის ბოლო 5 შეხვედრიდან 4-ში 2.5 გოლზე მეტი გავიდა
ბოსნია და ჰერცოგოვინა 1:2 უკრაინა
უკრაინა 2:1 ისლანდია
გერმანია 0:0 უკრაინა
პოლონეთი 3:1 უკრაინა
მოლდოვა 0:4 უკრაინა
როგორც ვხედავთ, უკრაინა თავადაც იშვიათად ტოვებს მოედანს უგოლოდ, მაგრამ არც მეტოქეებისთვის არის მისი კარი აუღებელი ციხესიმაგრე.
რუმინეთის მატჩებში გოლებს უფრო იშვიათად ვხვდებით. შეიძლება ითქვას, აქ უკრაინისგან სრულიად განსხვავებული სიტუაციაა - ბოლო 5 მატჩიდან 2.5-ზე მეტი გოლი მხოლოდ ერთხელ გავიდა.
რუმინეთი 1:0 შვეიცარია
რუმინეთი 1:1 ჩრ ირლანდია
კოლუმბია 3:2 რუმინეთი
რუმინეთი 0:0 ბულგარეთი
რუმინეთი 0:0 ლიხტენშტეინი.
უკრაინა ჯგუფის აბსოლუტურ ფავორიტ ბელგიასთან ერთად მერვედფინალში გასვლის ერთ-ერთ პირველ კანდიდატად მოიაზრება, რუმინეთი კი აშკარა აუთსაიდერია.
მეორე მატჩში ერთმანეთს ბელგია და სლოვაკეთი დაუპირისპირდებიან (20:00)
ბელგიის და სლოვაკეთის გზები აქამდე 3-ჯერ გადაიკვეთა და რამდენადაც უცნაურად არ უნდა ჟღერდეს, ფავორიტებმა გამარჯვეა მხოლოდ ერთხელ იზეიმეს. თუმცა, არცერთხელ არ წაუგიათ - 1 მოგება, 2 ფრე. ბოლო მატჩი 2013 წლით თარიღდება, როცა ამხანაგურ შეხვედრაში ბელგიამ 2:1 მოიგო, იქამდე კი გუნდებმა 2006-ში (1:1) და 2002-ში (1:1) ითამაშეს.
ოფიციალურ შეხვედრაში ბელგია და სლოვაკეთი ერთმანეთს მოედანზე პირველად გადაეკვეთებიან. აღსანიშნავი ფაქტი ის არის, რომ ბელგიის წაუგებლობის მიუხედავად, სამივე მატჩში ორივე გუნდმა შეძლო ერთმანეთის კარის აღება. იმის გათვალისწინებით, რომ ბელგიას ამ ტურნირზე ტიბო კურტუა არ ეყოლება, ეს სლოვაკეთის გოლის გატანის შანსს ერთი ორად ზრდის.
თავის ბოლო 5 მატჩში ბელგიამ მეტოქეებს 36 კუთხური მოუწოდა, რაც ერთ მატჩში 7 კუთხურზე მეტს უდრის, სლოვაკეთის სტატისტიკა შედარებით დაბალია - გუნდმა იმავე ბოლო ხუთ შეხვედრაში მეტოქეებს 25 კუთხური მოუწოდა.
ბელგიის ბოლო 5 მატჩიდან 3 უხვგოლიანი გამოვიდა, ორი კი - ნაკლებად.
ბელგია 5:0 აზერბაიჯანი
ირლანდია 0:0 ბელგია
ინგლისი 2:2 ბელგია
ბელგია 2:0 მონტენეგრო
ბელგია 3:0 ლუქსემბურგი
სლოვაკეთი საოცარ ფორმაშია - გუნდმა ევრო 2024-ს წინ ორ ტესტ მატჩში მეტოქეებს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა - ჯერ სან მარინოს, შემდეგ კი უელსს. საერთოდაც, ბოლო 5 მატჩში გუნდმა 4 მოიგო და 1-ხელ ფრე ითამაშა, მისი ბოლო მარცხი კი 2023 წლის ოქტომბრით თარიღდება, როცა პორტუგალიამ სახლში მათ გაჭირვებით (3:2) მოუგო.
ბოსნია და ჰერცოგოვინა 1:2 სლოვაკეთი
სლოვაკეთი 0:2 ავსტრია
ნორვეგია 1:1 სლოვაკეთი
სლოვაკეთი 4:0 სან მარინო
სლოვაკეთი 4:0 უელსი.
დღის ბოლო მატჩში ტურნირს ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი ჩაერთვება - საფრანგეთის ნაკრები
საფრანგეთი - ავსტრია (23:00)
საფრანგეთის და ავსტრიის გზები მოედანზე 23-ჯერ გადაიკვეთა, საიდანაც 13 გამარჯვება ფრანგებმა მოიპოვეს, 9 ავსტრიელებმა, კიდევ 3-ჯერ კი ფრე დაფიქსირდა.
23 მატჩიდან 16-ჯერ ორივე გუნდმა მოახერხა გოლის გატანა.
ავსტრიის ბოლო გამარჯვება 2008 წლით თარიღდება, როცა მუნდიალის საკვალიფიკაციოზე გუნდმა საფრანგეთს 3:1 მოუგო. საფრანგეთმა კი ბოლო გამარჯვება 2022-ში ერთა ლიგაზე მოიპოვა (2:0) - ეს ამ ორ გუნდს შორის გამართული დღემდე ბოლო მატჩია.
გუნდებს შორის გამართულ ბოლო 5 მატჩში საფრანგეთმა 3 მოიგო, ერთხელ წარმატებას ავსტიამ მიაღწია, კიდევ ერთხელ კი შედეგიანი ფრე დაფიქსირდა - იმავე 2022 წელს, ერთა ლიგაზე, ოღონდ ავსტრიულ მატჩში.
პირველი შეხვედრა შორეული 1925 წლით თარიღდება, როცა საფრანგეთმა, 25 ათასი კაცის წინაშე, საკუთარ სტადიონზე ავსტრიასთან 0:4 წააგო.
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შემდეგ, საფრანგეთმა გოლი მხოლოდ ერთ მატჩში ვერ გაიტანა - 9 ივნისს კანადასთან ამხანაგურში, იქამდე გუნდს 17-მატჩიანი საგოლე სერია ჰქონდა. კანადამდე უკანასკნელი ნაკრები, რომელმაც ფრანგებს არ გაატანინა - ტუნისი იყო, მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში, როცა დეშამის გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლა განაღდებული ჰქონდა.
ბოლო 5 შეხვედრაში საფრანგეთმა ჯამურად 34 კუთხური ჩააწოდა, რაც საშუალოდ ერთ მატჩში თითქმის შვიდ კუთხურს აწვდის. ტენდენციის მიხედვით, უფრო მეტ კუთხურს საფრანგეთი რთულ მატჩებში აწვდის.
შედარებისთვის, იმავე ბოლო 5 მატჩში ავსტრიელებმა ფრანგებზე ზუსტად ორჯერ ნაკლები კუთხური მოაწოდეს - 17. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კუთხურების რაოდენობით დღეს უპირატესობა საფრანგეთის მხარეს იქნება.
ფრანგების ბოლო 5 მატჩიდან 3 შედეგიანი გამოვიდა, 2 კი - ნაკლებად.
საბერძნეთი 2:0 საფრანგეთი
საფრანგეთი 0:2 გერმანია
საფრანგეთი 3:2 ჩილე
საფრანგეთი 3:0 ლუქსემბურგი
საფრანგეთი 0:0 კანადა
ავსტრია რალფ რანგნიკის ხელში ერთ-ერთ საუკეთესო დროებას განიცდის, გუნდმა მარტის სანაკრებო პაუზაზე ჩვენი ჯგუფური ეტაპის მეტოქე თურქეთი 6:1 გაანადგურა და საერთოდაც, 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ დაუმარცხებელია. უკანასკნელი გუნდი, ვინც ავსტრიის დამარცხება შეძლო - ბელგიაა (2:3). მას შემდეგ, გუნდმა გერმანიას (2:0) მოუგო, შვეიცარიასთან არ წააგო (1:1), თურქეთს კი, როგორც მოგახსენეთ, საერთოდ გადაუარა. ასევე იყო აზერბაიჯანთან, შვედეთთან და სლოვაკეთთან მოგებები.
ავსტრია ბოლო 18 მატჩია მოედანს უგოლოდ არ ტოვებს - უკანასკნელად, მის წინააღმდეგ კარის მშრალად შენახვა საფრანგეთმა შეძლო 2022-ში.
რანგნიკის გუნდის ბოლო 5 მატჩი კი ასე გამოიყურება:
ავსტრია 2:0 გერმანია
სლოვაკეთი 0:2 ავსტრია
ავსტრია 6:1 თურქეთი
ავსტრია 2:1 სერბეთი
შვეიცარია 1:1 ავსტრია.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები
7 საათის წინ
6 საათის წინ
5 საათის წინ
10 საათის წინ