მთავარი
ევრო 2024
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ევრო 2024-ზე 19 ივნისის სათამაშო დღე დადგა და დღეს ოფიციალურად იხსნება ჯგუფური ეტაპის მე-2 ტური.
ხორვატია - ალბანეთი [17:00]
პირველი ტურის ლუზერები ერთმანეთს პირველი ქულის ძიებაში დაუპირისპირდებიან. ლუკა მოდრიჩს და კომპანიას არ გაუმართლათ, რამეთუ პირველ ტურში ჯგუფის ფავორიტი ესპანეთი შეხვდათ, თუმცა დალიჩის გუნდმა მისთვის არადამახასიათებელი უკბილო თამაში აჩვენა და მატჩის ბედი საწყის 45 წუთშივე გადაწყდა.
სამაგიეროდ, ალბანეთმა ევროპის მოქმედ ჩემპიონთან ბოლომდე იბრძოლა, ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლიც გაუტანა (23-ე წამზე) თუმცა ეს ქულების მოსაპოვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.
საბოლოოდ, პირველ ტურში ჯგუფიდან გასვლის ფავორიტებად იტალია და ესპანეთი გამოიკვეთნენ, თუმცა გამომდნარე იქიდან, რომ 6-დან 4 საუკეთესო მე-3 ადგილოსანიც გადის შემდეგ ეტაპზე, ხორვატიას დღევანდელი გამარჯვება ჰაერივით სჭირდება.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ ხორვატია და ალბანეთი დღეს ისტორიაში პირველად დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
სავარაუდო შემადგენლობები
ხორვატია: ლივაკოვიჩი გვარდიოლი, სუტალო, პონგრაჩიჩი, სტანიშიჩი, მოდრიჩი, კოვაჩიჩი, ბროზოვიჩი, პერიშიჩი, მაიერი, ბუდიმირი
ალბანეთი: სტრაკოშა, მიტაი, აიეტი, ჯიმსიტი, ჰიუსაი, ასლანი, რამადანი, სეფერი, ბაირამი, ასანი, ბროია.
ჩვენი პროგნოზი: დღევანდელ შეხვედრაში აუცილებლად უნდა ვიხილოთ ორივე გუნდის გოლები და ვვარაუდობთ, რომ ხორვატია ჯგჯუფიდან გასვლის შანსის შესანარჩუნებლად აუცილებლად გაიმარჯვებს.
გერმანია - უნგრეთი [20:00]
ტურნირის მასპინძელმა პირველ ტურში საოცარი შთაბეჭდილება დატოვა, როცა კერკეტი შოტლანდია ყველანაირ შანსს გარეშე გაანადგურა და რამდენადაც უცნაურად არ უნდა ჟღერდეს, პირველივე გამარჯვებით (5:1) მერვედფინალისკენ უკვე დიდი ნაბიჯი გადადგა.
კიდევ უფრო დიდი ნაბიჯი იქნება დღევანდელი გამარჯვება - ნაგელსმანის გუნდის მეტოქე პირველ ტურში შვეიცარიასთან დამარცხებული უნგრეთი იქნება, რომელსაც ქულები თავადაც ჰაერივით სჭირდება, თუმცა კალენდარში არ გაუმართლა და პირველ ორ ტურში ჯგუფის მთავარ ფავორიტებთან მოუწია დაპირისპირება.
გერმანიის და უნგრეთის ურთიერთშეხვედრეის დაპირისპირება 37 თამაშს იტევს და მოულოდნელად თანაბარი სიტუაციაა - 13 გამარჯვება გერმანიამ მოიპოვა, 12 უნგრეთმა, კიდევ 12 მატჩი კი ფრედ დასრულდა.
ბოლო დაპირისპირება 2022 წლის სექტემბრით არის დათარიღებული, როცა უნგრეთმა გერმანიაშივე 1:0 მოიგო. იქამდე ზედიზედ ორი მატჩი ფრედ დასრულდა (1:1, 2:2), გერმანიამ კი ბოლოს 2016 წელს მოიგო (2:0).
სავარაუდო შემადგენლობები
გერმანია: ნოიერი, კიმიხი, რუდიგერი, ტა, მიტელსტადტი, ანდრიხი, კროოსი, მუსიალა, გიუნდოგანი, ვირცი, ჰავერცი
უნგრეთი: გულაჩი, ლანგი, ორბანი, შალაი, ფიოლა, ნაგი, შაფერი, კერკეზი, სალაი, სობოსლაი, ვარგა.
პროგნოზი: რამდენადაც არ უნდა მოვხიბლულიყავით გერმანიის დღევანდელი დაპირისპირებით, უნგრეთთან შეხვედრების ისტორია და მატჩის მნიშვნელობა უნგრელებისთვის გვკარნახობს, რომ დღეს გუნდი მარტივად არაფერს დათმობს და მოედანზე უდიდესი მოტივაციით გავა. ამიტომ, ვვარაუდობთ, რომ უნგრეთი დღეს როგორც მინიმუმ ფორით არ წააგებს.
შოტლანდია - შვეიცარია [23:00]
დიდებული საკვალიფიკაციოს შემდეგ, შოტლანდიამ პირველ ტურში მთლიანად ევროზე ერთ-ერთი უსუსტესი შთაბეჭდილება დატოვა. არა, გერმანიაც კი კარგი იყო, მაგრამ ბრიტანელებისგანაც აშკარად მეტს ველოდით. რეაბილიტაციის საშუალება გუნდს დღეს ექნება, როცა მოედანზე ძლიერ, მაგრამ ნამდვილად არა უძლეველ შვეიცარიას დაუპირისპირდება.
თავის მხრივ, შვეიცარიამ უნგრეთთან (3:1) კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ალბათ მერვედფინალის საგზურის განაღდებისთვისაც აუცილებლად იბრძოლებს. თანაც, აშკარად უკეთესია ეს შოტლანდიასთან გააკეთო, ვიდრე საქმე ბოლო ტურამდე გადადო, სადაც უკვე გერმანია დაგხვდება და არავინ იცის, რა სიუსპრიზებს გიმზადებს ევრო 2024.
შოტლანდიისა და შვეიცარიის დაპირისპირებების ისტორია 16 მატჩს იტევს - 8 გამარჯვება შოტლანდიამ მოიპოვა, 5 შვეიცარიამ და 3 მატჩი ფრედ დასრულდა.
სავარაუდო შემადგენლობები
შოტლანდია: გუნი, ჰენდრი, ჰენლი, ტირნი, რალსტონი, გილმორი, მაკტომინეი, რობერტსონი, მაკგინი, კრისტი, შანკლანდი
შვეიცარია: ზომერი, აკანჯი, როდრიგესი, ვიდმერი, ჯაკა, ფროილერი, აებიშერი, ვარგასი, ნდოიე, დუა.
პროგნოზი: დღევანდელ შეხვედრაშიც, ხორვატიის მსგავსად, გოლებს ველოდებით, თანაც ორივე კარში. გავბედავთ და ზუსტ ანგარიშს ვივარაუდებთ: 2-2.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები
6 საათის წინ
10 საათის წინ
22 საათის წინ