მთავარი
ევრო 2024
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ევრო 2024-ს მე-6 სათამაშო დღეს ჯგუფური ეტაპის მე-2 ტური იწყება და კვლავ სამ თამაშს ვიხილავთ.
ხორვატია - ალბანეთი [17:00]
გუნდები ერთმანეთს ისტორიაში პირველად დაუპირისპირდებიან, ამიტომ ურთიერთშეხვედრების სტატისტიკის შესახებ ვერაფერს გეტყვით. სამაგიეროდ, შეგვიძლია გუნდების ბოლო თამაშებს გადავხედოთ.
ხორვატია:
ესპანეთი 3-0 ხორვატია
პორტუგალია 1-2 ხორვატია
ხორვატია 3-0 ჩრ მაკედონია
ეგვიპტე 2:4 ხორვატია
ხორვატია 0-0 (1-0 პენ) ტუნისი
ბოლო ხუთ თამაშში ზლატკო დალიჩის გუნდმა 9 გოლის გატანა მოახერხა, რაც ერთ თამაშში საშუალოდ თითქმის ორ გოლს უდრის. გამომდინარე იქიდან, რომ ხორვატებს დღეს გამარჯვება სჭირდებათ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ესპანეთთან მარცს გუნდი დასკვნების გამოსატანად გამოიყენებს და დღეს სულ სხვა განწყობით გამოვა მოედანზე.
ალბანეთი:
იტალია 1-0 ალბანეთი
ალბანეთი 3-1 აზერბაიჯანი
ალბანეთი 3-0 ლიხტენშტეინი
შვედეთი 1-0 ალბანეთი
ალბანეთი 0-3 ჩილე
ერთადერთი მატჩი, რომელშიც ალბანელებმა გოლი ვერ გაიტანეს - ჩილესთან მარტის ამხანაგურია. დანარჩენ მატჩებში გუნდმა უგოლოდ მოედანი არცერთხელ არ დატოვა, იტალიას კი საერთოდ ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლიც გაუტანეს, რაც იმას გვეუბნება, რომ გუნდს გოლების გატანა არ უჭირს.
გერმანია - უნგრეთი [20:00]
გერმანიის და უნგრეთის ურთიერთშეხვედრების ისტორია პირიქით, ძალიან მდიდარია - გუნდებს შორის 37 მატჩი გაიმართა, საიდანაც 13 შემთხვევაში გამარჯვება გერმანიის ნაკრებს დარჩა, 12-ჯერ უნგრეთს, კიდევ 12-ჯერ კი ფრე დაფიქსირდა.
ამ 37 მატჩში გერმანიამ 74 გოლი გაიტანა, უნგრეთმა კი 68, რაც იმას გვეუბნება, რომ გუნდებს შორის მატჩები ძალიან დაძაბული გამოდის ხოლმე.
უკანასკნელი გამარჯვება უნგრეთთან გერმანიამ უკვე შორეულ 2016 წელს მოიპოვა (2:0), მას შემდეგ სამი მატჩი ჩატარდა (2 ფრე, 1 უნგრეთმა მოიგო).
გერმანიის ბოლო შედეგები:
გერმანია 5:1 შოტლანდია
გერმანია 2:1 საბერძნეთი
გერმანია 0:0 უკრაინა
გერმანია 2:1 ნიდერლანდები
საფრანგეთი 0:2 გერმანია
ბოლო ხუთ თამაშში გერმანიამ მეტოქეებს დაუჯერებელი 40 კუთხური მოუწოდა, რაც ერთ მატჩში საშუალოდ 8-ს უდრის.
უნგრეთი
უნგრეთი 1:3 შვეიცარია
უნგრეთი 3:0 ისრაელი
ირლანდია 2:1 უნგრეთი
უნგრეთი 2:0 კოსოვო
უნგრეთი 1:0 თურქეთი
შვეიცარიასთან თამაშს თუ ამოვაგდებთ, სხვა მხრივ უნგრეთი საუცხოო ფორმაში იყო და ევროს ბოლო 5 მატჩში 4 გამარჯვებით შეხვდა. თუმცა, ევროს პირველ მატჩში ვერაფერი გააწყო და დღეს ქულები ძალიან სჭირდება.
კონსტასტულია, რომ გერმანიის 40 კუთხურის ფონზე, ბოლო 5 მატჩში უნგრეთმა მხოლოდ 13 მოაწოდა, რაც ერთ მატჩში საშუალოდ 3-საც კი არ უდრის. თუმცა, გერმანია იმდენს აწვდის, რომ ორ გუნდზეც შეიძლება გადანაწილება.
შოტლანდია - შვეიცარია [23:00]
შოტლანდიისა და შვეიცარიის დაპირისპირებების ისტორია 16 მატჩს იტევს - 8 გამარჯვება შოტლანდიამ მოიპოვა, 5 შვეიცარიამ და 3 მატჩი ფრედ დასრულდა.
ამ 16 შეხვედრაში შოტლანდიამ 26 გოლის გატანა შეძლო, შვეიცარიამ კი - 24.
შოტლანდია
გერმანია 5:1 შოტლანდია
შოტლანდია 2:2 ფინეთი
შოტლანდია 2:0 გიბრალტარი
შოტლანდია 0:1 ჩრდილოეთ ირლანდია
ნიდერლანდები 4:0 შოტლანდია
ამ ხუთ მატჩი შოტლანდიამ მეტოქე 26 კუთხური მოუწოდა, რაც ერთ მატჩში 5-ზე მეტია.
შვეიცარია
უნგრეთი 1:3 შვეიცარია
შვეიცარია 1:1 ავსტრია
შვეიცარია 4:0 ესტონეთი
ირლანდია 0:1 შვეიცარია
დანია 0:0 შვეიცარია
ამ ხუთ შეხვედრაში შვეიცარიელებმა 19 კუთხური მოაწოდეს, რაც ერთ მატჩში თითქმის 5-ს უდრის. იმის ფონზე, რომ ერთ თამაშში 5-ს შოტლანდიაც სტაბილურად აწვდის, დღევანდელ შეხვედრაში გოლების გარდა, სრულიად შესაძლებელია კუთხურებიც ვიხილოთ - მაგალითად 9.5-ზე მეტი.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები
6 საათის წინ
6 საათის წინ
5 საათის წინ