მთავარი
ევრო 2024
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ევრო 2024-ზე მე-8 სათამაშო დღე მორიგ სამმატჩიან სანახაობას გვპირდება.
სლოვაკეთი - უკრაინა [17:00]
სათამაშო დღეს პირველი ტურის სენსაციების დამფიქსირებლები დაუპირისპირდებიან - სლოვაკეთმა ყველასთვის მოულოდნელად ბელგიასთან 3 ქულა მოიპოვა, უკრაინა კი, რომელსაც ჯგუფის მეორე ფავორიტად მოიაზრებდნენ, რუმინეთთან 0:3 წააგო.
იმისთვის, რომ ტურნირზე ბრძოლა გაარძელოს, უკრაინას სლოვაკეთთან აუცილებლად მოსაგები აქვს, მორიგი მარცხი გუნდს 0 ქულით და საშინელი ბურთების სხვაობით დატოვებს და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსებს მინიმუმამდე დაუყვანს.
სლოვაკეთი კი პირიქით, გუნდმა დაუგეგმავი სამი ქულა პირველ ტურში აიღო და ახლა შეუძლია სრულიად თავისუფლად ითამაშოს - ფრეც კი, გუნდს მერვედფინალისკენ უდიდეს ნაბიჯს გადაადგმევინებს.
უკრაინის და სლოვაკეთის ურთიერთშეხვედრების ისტორია 8 დღეს ითვლის, საიდანაც 3 გამარჯვება უკრაინამ მოიპოვა, 2-ჯერ ფრე დაფიქსირდა, 2 კი სლოვაკეთმა მოიგო.
სავარაუდო შემადგენლობები:
სლოვაკეთი: დუბრავკა, პეკარიკი, ვავრო, შკრინიარი, ჰანცკო, კუცკა, ლობოტკა, დუდა, შრანცი, ჰარასლინი, ბოჟელინი
უკრაინა: ლუნინი, ზინჩენკო, მატვიენკო, ზაბარნი, კონოპლია, სუდაკოვი, სტეპანენკო, მალინოვსკი, მუდრიკი, დოვბიკი, ციგანკოვი.
ჩვენი პროგნოზი: პირველ ტურში განცდილი გაუგებრობის შემდეგ, უკრაინა ყველაფერს გააკეთებს ჯგუფში სიტუაციის შემოსატრიალებლად და სლოვაკეთთან აუცილებლად გაიმარჯვებს.
პოლონეთი - ავსტრია [20:00]
პირველი ტურის ღირსეულად დამარცხებულების დაპირისპირება - ნიდერლანდებთან და საფრანგეთთან ორივემ დიდი ბრძოლა გამართა, ორივე თითქოს ახლოს იყო ქულების მოპოვებასთან, თუმცა ორივე დამარცხდა.
ცხადია, ნიდერლანდები და საფრანგეთი ჯგუფის მთავარი ფავორიტები არიან, თუმცა ეს ორი ნაკრები ერთმანეთს მოგვიანებით დაუპირისპირდება და ლოგიკურად, რომელიმე მათგანი მაინც (თუ ორივე არა) ქულებს დაკარგავს, რაც ავსტრიისთვის და პოლონეთისთვის მეორე ადგილითვის ბრძოლაში კარგი შანსი იქნება.
საბოლოოდ, არცერთმა გუნდმა არაფერი არ უნდა დათმოს და დიდ ბრძოლას ველოდებით.
პოლონეთისა და ავსტრიის მატჩების ისტორია 10 მატჩს ითვლის, საიდანაც 5 გამარჯვება პოლონეთმა მოიპოვა, 3 მატჩი ფრედ დასრულდა, 2 კი ავსტრიამ მოიგო. თუმცა, ავსტრიის პირველი გამარჯვება 1935 წლით თარიღდება, მეორე კი, ასევე შორეული 1994-ით. ბოლო მატჩი 2019-ში გაიმართა და ფრედ 0:0 დასრულდა.
პოლონეთის წისქვილზე წყალს ის ასხამს, რომ გუნდს დიდი ალბათობით მთავარი ვარსკვლავი რობერტ ლევანდოვსკი უბრუნდება, რომელმაც ნიდერლანდებთან მატჩი დაზიანების გამო გამოტოვა.
სავარაუდო შემადგენლობები
პოლონეთი: შენი, ბედნარეკი, დავიდოვიჩი, კივიორი, ფრანკოვსკი, მოდერი, რომანჩუკი, ზიელინსკი, ზალევსკი, ურბანოვსკი, ლევანდოვსკი
ავსტრია: პენცი, პოში, დანსო, ვობერი, მვენე, სეივალდი, ლაიმერი, ვიმერი, ზაბიტცერი, ბაუმგარტნერი, გრეგორიჩი.
ჩვენი პროგნოზი: ზუსტ შედეგზე თავის დადება ამ მატჩში ძალიან რთულია, რამეთუ სამივე შედეგი ძალიან მარტივად წარმოსადგენია. ამიტომ, სჯობს, თავი გადავიზღვიოთ და ფსონი ორივეს გატანაზე გავაკეთოთ.
საფრანგეთი - ნიდერლანდები [23:00]
პირველ ტურში ორივე გუნდმა საბრძოლო გამარჯვება მოიპოვა და ფავორიტის სტატუსი გაამართლა. ავსტრიასთან შეხვედრაში ფრანგების კაპიტანმა კილიან მბაპემ ცხვირი გაიტეხა, თუმცა მისი მონაწილეობა ამ მატჩში ჯერ კიდევ არ არის გამორიცხული - რეალის ახალწვეული გუნდს ლაიფციგში გაჰყვა, სადაც მატჩი უნდა ჩატარდეს, თუმცა სასტარტოში მოხვდება თუ არა, ამას უშუალოდ მატჩის წინ გავიგებთ.
გამომდინარე იქიდან, რომ ორივე გუნდმა მოახერხა პირველ ტურში გამარჯვების მოპოვება, დღევანდელი გამარჯვებული მერვედფინალის საგზურს ოფიციალურად გაიფორმებს და მესამე ტურის მატჩი პრაქტიკულად ფორმალობად იქცევა.
საფრანგეთი - ნიდერლანდების დაპირისპირებების ისტორია 30 მატჩს ითვლის, საიდანაც ფრანგებმა 16 მოიგეს, 11 გამარჯვება ჰოლანდიას დარჩა, მხოლოდ 3-ჯერ კი გუნდებმა გამარჯვებული ვერ გამოავლინეს.
ბოლო შეხვედრები გუნდებმა ევრო 2024-ს საკვალიფიკაციო ეტაპზე გამართეს, სადაც ასევე ერთ ჯგუფში მოხვდნენ - საფრანგეთმა ორივე მატჩი თავის სასარგებლოდ დაასრულა - (4:0 შინ, 2:1 გასვლაზე).
სავარაუდო შემადგენლობები:
ნიდერლანდები: ვერბრიუგენი, დუმფრისი, დე ვრეი, ვან დეიკი, აკე, რეინდერსი, შოუტენი, ვეერმანი, სიმონსი, დეპაი, გაკპო
საფრანგეთი: მენიო, კუნდე, სალიბა, უპამეკანო, ტეო ერნანდესი, კანტე, რაბიო, გრიზმანი, დემბელე, ტურამი, ჟირუ.
ჩვენი პროგნოზი: კილიან მბაპეს სახით საფრანგეთს [შესაძლოა] დიდი ძალა დააკლდება, რაც ცალსახად ნიდერლანდების წისქვილზე ასხამს წყალს. ამიტომ, საფრანგეთის გამარჯვებაზე ფსონის დადება ცოტა რთული ამბავია, მითუმეტეს რომ დიდ ტურნირებზე, დეშამის გუნდი სრული ძალებით მხოლოდ პლეი-ოფიდან ერთვება. ამიტომ, უფრო მარტივია აქაც, პოლონთი ავსტრიის მსგავსად, ფსონი ორივე გუნდის გატანაზე გააკეთო.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები
5 საათის წინ
5 საათის წინ
7 საათის წინ
9 საათის წინ