მთავარი
ევრო 2024
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ვისთვის სამწუხაროდ და ვისთვის საბედნიეროდ, ევრო 2024-ზე 17:00-ზე გასამართი მატჩები დამთავრდა და დღეიდან ჯგუფური ეტაპის მესამე ტური იწყება, რომელშიც, ერთი ჯგუფის მატჩები პარალელურ რეჟიმში გაიმართება.
დღეს ჯგუფურ ეტაპს ოფიციალურად დაასრულებს A ჯგუფი, რომელშიც მასპინძელი გერმანიის გარდა უნგრეთი, შვეიცარია და შოტლანდია ასპარეზობენ.
შვეიცარია - გერმანია [23:00]
ფრანკფურტში გასამართ შეხვედრაში ერთმანეთს ჯგუფის ლიდერები დაუპირისპირდებიან - გერმანიამ მომდევნო ეტაპის საგზური უკვე ოფიციალურად გაინაღდა და ცხრილს 6 ქულით ლიდერობს, მერვედფინალთან ახლოს არის ასევე შვეიცარიაც, რომელმაც პირველ ტურში უნგრეთს მოუგო, მეორეში კი შოტლანდიას დაუზავდა და 4 ქულა აქვს.
საინტერესოა, რომ დღევანდელ შეხვედრაში ფრის დაფიქსირების შემთხვევაში, გერმანია და შვეიცარია პირველ-მეორე ადგილებით გაინაღდებენ მერვედფინალის საგზურს.
გერმანიის და შვეიცარიის ურთიერთშეხვედრების ისტორია ძალიან მდიდარია - გუნდები ერთმანეთს 53-ჯერ დაუპირისპირდნენ.
36 გამარჯვება გერმანიას დარჩა, 8-ჯერ ფრე დაფიქსირდა, შვეიცარიამ კი წარმატება 9-ჯერ იზეიმა. ამ მატჩებში გერმანიამ მეტოქეს 142 გოლი გაუტანა და საკუთარ კარში 69 მიიღო.
ბოლო მატჩი 2020-ს ერთა ლიგაზე 3:3 დასრულდა. შვეიცარიამ უკანასკნელი გამარჯვება 2012-ში მოიპოვა (5:3), გერმანიამ კი - 2008-ში (4:0).
გუნდებს შორის ისტორიულად პირველი დაპირისპირება შორეულ 1908 წელს შედგა, როცა შვეიცარიამ მეტოქეს 5:3 მოუგო.
სავარაუდო შემადგენლობები (uefa.com)
შვეიცარია: ზომერი, შერი, აკანჯი, როდრიგესი, ვიდმერი, ჯაკა, ფროილერი, აებიშერი, ნდოიე, ემბოლო, ვარგასი
გერმანია: ნოიერი, კიმიხი, რუდირეგი, ტა, მიტელსტადტი, ანდრიხი, კროოსი, მუსიალა, გიუნდოგანი, ვირცი, ჰავერცი.
ჩვენი პროგნოზი: ორივე გუნდი მოახერხებს ერთმანეთის კარის აღებას, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდება.
შოტლანდია - უნგრეთი [23:00]
არანაკლებ, თუ არა უფრო მეტად მნიშვნელოვანი შეხვედრა გველის შტუტგარტში, სადაც სკოტ მაკტომინეის ნალიდერები შოტლანდია უნგრეთს დაუპირისპირდება.
ორი ტურის შემდეგ შოტლანდიას 1 ქულა აქვს, უნგრეთს კი 0, მაგრამ ის ფაქტი, რომ მერვედფინალში 6-დან 4 მესამეადგილოსანიც გადის, დღევანდელ თამაშს საგრძნობლად მატებს ინტრიგას, წინააღმდეგ შემთხვევაში გუნდები საკუთარ თავზე დამოკიდებულები არ იქნებოდნენ.
შოტლანდია გამარჯვების შემთხვევაში 4 ქულას დააგროვებს და პრაქტიკულად გაინაღდებს 4 საუკეთესო მესამეადგილოსანს შორის მოხვედრას, თუმცა უნგრეთიც არ არის უშანსოდ და 3 ქულითაც შეიძლება საუკეთესოებში მოხვდეს.
შოტლანდიის და უნგრეთის ურთიერთშეხვედრების ისტორია 9 მატჩს ითვლის, 3 გამარჯვება სკოტებმა მოიპოვეს, 4 უნგრელებმა, 2-ჯერ კი ფრე დაფიქსირდა.
ამ 9 მატჩში შოტლანდიამ მეტოქეს 14 გოლი გაუტანა, უნგრეთმა კი - 18.
უკანასკნელი შეხვედრა 2018-ში გაიმართა და შოტლანდიამ 1:0 სტუმრად მოიგო, უნგრელების ბოლო გამარჯვება კი 2004 წლით თარიღდება (3:0), რომელიც 2018 წლის ამხანაგურამდე მათ შორის ბოლო გამართული დაპირისპირება იყო.
სავარაუდო შემადგენლობები (uefa.com)
შოტლანდია: განი, ჰენდრი, ჰენლი, მაკენა, რალსტონი, მაკგრეგორი, გილმორი, რობერტსონი, მაკტომინეი, ადამსი, მაკგინი
უნგრეთი: გულაჩი, ბოტკა, ორბანი, დარდაი, ბოლა, შაფერი, სტაილსი, კერკესი, სალაი, სობოსლაი, ვარგა.
ჩვენი პროგნოზი: შოტლანდია 2:1 უნგრეთი.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები
5 საათის წინ
6 საათის წინ
5 საათის წინ