მთავარი
ევრო 2024
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
23 ივნისს A ჯგუფის ორ საინტერესო დაპირისპირებას ვიხილავთ. სამწუხაროდ, ერთმანეთის პარალელურად.
გთავაზობთ ამ მატჩების საინტერესო სტატისტიკას.
შვეიცარია - გერმანია [23:00]
გერმანიის და შვეიცარიის ურთიერთშეხვედრების ისტორია ძალიან მდიდარია - გუნდები ერთმანეთს 53-ჯერ დაუპირისპირდნენ.
36 გამარჯვება გერმანიას დარჩა, 8-ჯერ ფრე დაფიქსირდა, შვეიცარიამ კი წარმატება 9-ჯერ იზეიმა. ამ მატჩებში გერმანიამ მეტოქეს 142 გოლი გაუტანა და საკუთარ კარში 69 მიიღო.
ბოლო მატჩი 2020-ს ერთა ლიგაზე 3:3 დასრულდა. შვეიცარიამ უკანასკნელი გამარჯვება 2012-ში მოიპოვა (5:3), გერმანიამ კი - 2008-ში (4:0).
გუნდებს შორის ისტორიულად პირველი დაპირისპირება შორეულ 1908 წელს შედგა, როცა შვეიცარიამ მეტოქეს 5:3 მოუგო.
შვეიცარიის ბოლო 5 მატჩი
ირლანდია 0:1 შვეიცარია
შვეცარია 4:0 ესტონეთი
შვეიცარია 1:1 ავსტრია
უნგრეთი 1:3 შვეიცარია
შოტლანდია 1:1 შვეიცარია
როგორც ხედავთ, თავის ხუთივე ბოლო მატჩში შვეიცარიელებმა გოლის გატანა მოახერხეს. იმის ფონზე, რომ გერმანიას მერვედფინალის საგზური უკვე განაღდებული აქვს, შვეიცარიელებმა მეტოქის კარის აღება წესით დღესაც უნდა შეძლონ.
გერმანიის ბოლო 5 მატჩი
გერმანია 2:1 ნიდერლანდები
გერმანია 0:0 უკრაინა
გერმანია 2:1 საბერძნეთი
გერმანია 5:1 შოტლანდია
გერმანია 2:0 უნგრეთი
იულიან ნაგელსმანმა დღევანდელ მატჩზე შესაძლოა გადახალისებული შემადგენლობა გამოიყვანოს და იმ ფეხბურთელებს მისცეს შანსი, ვისაც ამ ევროზე ნაკლები სათამაშო დრო ეძლევა. ამის გამო, ისინი ორმაგად მოინდომებენ და როგორც მინიმუმ ერთი გოლი მაინც შვეიცარიას აუცილებლად უნდა გაუტანონ.
უნგრეთი - შოტლანდია [23:00]
შოტლანდიის და უნგრეთის ურთიერთშეხვედრების ისტორია 9 მატჩს ითვლის, 3 გამარჯვება სკოტებმა მოიპოვეს, 4 უნგრელებმა, 2-ჯერ კი ფრე დაფიქსირდა.
ამ 9 მატჩში შოტლანდიამ მეტოქეს 14 გოლი გაუტანა, უნგრეთმა კი - 18.
უკანასკნელი შეხვედრა 2018-ში გაიმართა და შოტლანდიამ 1:0 სტუმრად მოიგო, უნგრელების ბოლო გამარჯვება კი 2004 წლით თარიღდება (3:0), რომელიც 2018 წლის ამხანაგურამდე მათ შორის ბოლო გამართული დაპირისპირება იყო.
უნგრეთის ბოლო 5 მატჩი
უნგრეთი 2:0 კოსოვო
ირლანდია 2:1 უნგრეთი
უნგრეთი 3:0 ისრაელი
უნგრეთი 1:3 შვეიცარია
გერმანია 0:2 უნგრეთი
შოტლანდიის ბოლო 5 მატჩი
შოტლანდია 0:1 ჩრ ირლანდია
გიბრალტარი 0:2 შოტლანდია
შოტლანდია 2:2 ფინეთი
გერმანია 5:1 შოტლანდია
შოტლანდია 1:1 შვეიცარია
გამომდინარე იქიდან, რომ ორივე გუნდი ინარჩუნებს მესამე ადგილზე გასვლის შანსს, დღევანდელი დაპირისპირება ორმაგად საინტერესო და მნიშვნელოვანი ხდება და დიდი ალბათობით, ორივე გუნდმა უნდა მოახერხოს გოლის გატანა, რადგან დასაკარგი უკვე აღარაფერია.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები
5 საათის წინ
6 საათის წინ
4 საათის წინ