მთავარი
ევრო 2024
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ევრო 2024-ზე დღის მეორე თამაშში ერთმანეთს პოლონეთისა და ავსტრიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.
შეხვედრა ავსტრიელთა გამარჯვებით 1-3 დასრულდა.
ანგარიში მე-9 წუთზე გერნოტ ტრაუნერმა გახსნა, 30-ე წუთზე კი კშიშტოფ პიონტეკმა წონასწორობა აღადგინა.
მე-60 წუთზე მოედანზე რობერტ ლევანდოვსკი შემოვიდა, რომელიც პოლონელებს პირველ მატჩშიც დააკლდათ და დღესაც ვერ მოახერხა სასტარტო შემადგენლობიდან თამაშის დაწყება.
66-ე წუთზე ავსტრიელები კრისტოფ ბაუმგარტნერის გოლით წინ გავიდნენ, 78-ე წუთზე კი მატჩს წერტილი მარკო არნაუტოვიჩმა დაუსვა, რომელმაც თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა.
ავსტრიამ გამარჯვება მოიპოვა და ორი მატჩის შემდეგ 3 ქულა აქვს, პოლონეთი კი კვლავ უქულოდ რჩება.
ავსტრიელები ბოლო ტურში ნიდერლანდებს დაუპირისპირდებიან, პოლონელები კი საფრანგეთს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები
8 საათის წინ
10 საათის წინ
6 საათის წინ
7 საათის წინ