მთავარი
ევრო 2024
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში D ჯგუფის მატჩები გაიმართა.
ნიდერლანდები ავსტრიას დაუპირისპირდა. შეხვედრა უხვგოლიანი გამოდგა და საბოლოოდ ავსტრიელთა გამარჯვებით 2-3 დასრულდა.
ანგარიში მე-6 წუთზე დონიელ მალენის ავტოგოლით გაიხსნა. მე-2 ტაიმის სტარტზე ნიდერლანდელებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს კოდი გაკპოს გოლით.
59-ე წუთზე რომანო შმიდმა ავსტრიელები კვლავ წინ გაიყვანა, 75-ე წუთზე კი მემფის დეპაიმ ისევ აღადგინა წონასწორობა. მე-80 წუთზე გამარჯვების გოლის ავტორი მარსელ ზაბიცერი გახდა და თავის გუნდს უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოუპოვა.
პარალელურად საფრანგეთი პოლონეთს დაუპირისპირდა და შეხვედრა ფრედ 1-1 დასრულდა. ორივე გოლი პენალტის საშუალებით გავიდა, თავი კილიან მბაპემ და რობერტ ლევანდოვსკიმ გამოიჩინეს.
საბოლოოდ, ამ შედეგებით D ჯგუფის გამარჯვებული ავსტრია გახდა 6 ქულით, მე-2 ადგილზე საფრანგეთი გავიდა 5 ქულით, ნიდერლანდებმა კი მე-3 ადგილი 4 ქულით დაიკავა - სამივე გუნდი პლეიოფში ოფიციალურად გავიდა, პოლონეთი კი ჯგუფში 1 ქულით ჩარჩა.
ასე რომ D ჯგუფს მოულოდნელი გამარჯვებული ჰყავს, ჯერ-ჯერობით ამ ჯგუფიდან გასული გუნდების მეტოქეები 1/8 ფინალში უცნობია.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები
6 საათის წინ
8 საათის წინ
11 საათის წინ
7 საათის წინ