მთავარი
ევრო 2024
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბუნებრივია, დღეს ყველას მხოლოდ საქართველო - პორტუგალიის მატჩი გვაინტერესებს და გვადარდებს, თუმცა 26 ივნისს ევრო 2024-ზე ჯგუფური ეტაპი ოფიციალურად სრულდება და ამიტომ, არ შეიძლება სხვა მოვლენების უყურადღებოდ დატოვება.
მითუმეტეს, რომ E ჯგუფში სრული არეულობაა, ოთხივე გუნდს 3-3 ქულა აქვს და დღის ბოლოს ნებისმიერი გუნდი შეიძლება გავიდეს როგორც პირველ ადგილზე, ისე საერთოდ ბოლოზე და ევროპის ჩემპიონატს დაემშვიდობოს.
თუმცა, თანმიმდევრულად მივყვეთ
სლოვაკეთი - რუმინეთი [20:00]
სლოვაკეთმა საწყის ორ ტურში ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა - ჯერ იყო და ბელგია დაამარცხა, თანაც, მიუხედავად ლუკაკუს გაუქმებული ორი გოლისა, ვერ ვიტყოდით რომ დაუმსახურებლად, შემდეგ კი უკრაინას დიდი ხნის მანძილზე ამარცხებდა, თუმცა მეორე ტაიმში ორი გოლი გაუშვა და დამარცხდა.
ამ ეტაპზე სლოვაკეთი 3 ქულით და ბურთების თანაბარი სხვაობით (2:2) მე-3 ადგილს იკავებს.
რაც შეეხება რუმინეთს, გუნდმა პირველ ტურში აბსოლუტურად გადაუარა უკრაინას (3:0), მეორეში კი ვერაფერი დაუპირისპირა ზემოტივირებულ ბელგიას (0:2).
განსაკუთრებულ მნიშვნელობას ამ ჯგუფის მატჩებს ის სძენს, რომ გუნდებს დასაკარგი არაფერი აქვთ და ყოველი მათგანი გამარჯვების შემთხვევაში შემდეგი ეტაპის საგზურს ინაღდებს.
ურთიერთშეხვედრების ისტორია:
რუმინეთი და სლოვაკეთი ერთმანეთს 11-ჯერ დაუპირისპირდნენ, საიდანაც 5 გამარჯვება რუმინელებმა მოიპოვეს, 5 მატჩი ფრედ დასრულდა, სლოვაკეთმა კი წარმატება მხოლოდ ერთხელ იზეიმა.
პირველი შეხვედრა შორეული 1941 წლით თარიღდება, როცა რუმინეთმა 3:2 იმარჯვა, სლოვაკების ერთადერთი გამარჯვება კი 1942-ში შედგა, ორივე ეს მატჩი ამხანაგური იყო.
ბოლო დაპირისპირება 2013-ში ფრედ 1:1 დასრულდა, რუმინელების უკანასკნელი გამარჯვება უკვე შორეულ 2003-ში შედგა (2:1).
გუნდებს შორის ბოლო ორი მატჩი ფრედ დასრულდა.
სავარაუდო შემადგენლობები
სლოვაკეთი: დუბრავკა, პეკარიკი, ვავრო, შკრინიარი, ჰანცკო, კუცკა, ლობოტკა, დუდა, შრანცი, ბოზენიკი, ჰარასლინი
რუმინეთი: ნიტა, რატიუ, ბურჩა, დრაგუშინი, ბანჩუ, რაზვან მარინი, მარიუს მარინი, სტანჩუ, მანი, დრაგუში, კომანი.
ჩვენი პროგნოზი: სლოვაკეთი 1-2 რუმინეთი
უკრაინა - ბელგია [20:00]
პარალელურ შეხვედრაში ერთმანეთს ჯგუფის თავდაპირველი ფავორიტები, უკრაინა და ბელგია დაუპირისპირდებიან, რომლებმაც საქმე პირველ ტურში მოულოდნელი წაგებებით გაირთულეს.
გამომდინარე იქიდან, რომ პირველ მატჩში უკრაინა 0:3 დამარცხდა, დღეს გუნდს ყველას მსგავსად 3 ქულა აქვს, მაგრამ თუ სხვებს შესაძლოა შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ფრეც ეყოთ, უკრაინელებს მხოლოდ გამარჯვება ესაჭიროებათ.
ბელგიას რაც შეეხება, თუ პარალელურ შეხვედრაში რუმინეთმა და სლოვაკეთმა გამარჯვებული ვერ გამოავლინეს, ან რუმინეთმა გაიმარჯვა, მაშინ ბელგიელებს მე-2 ადგილის დასაკავებლად ფრეც ეყოფათ.
უკრაინის და ბელგიის ურთიერთშეხვედრების ისტორია არ არსებობს - გუნდები ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდებიან.
სავარაუდო შემადგენლობები:
უკრაინა: ტრუბინი, ტიმჩუკი, ზაბარნი, სვატოკი, მატვიენკო, იარმოლენკო, შაპარენკო, ბრაჟკო, მუდრიკი, იარემჩუკი
ბელგია: კასტელსი, კასტანი, ფაესი, ვერტონგენი, თეიტი, ტილემანსი, ონანა, დე ბრუინი, დოკუ, ლუკაკუ, ბაკაიოკო
მატჩს დისკვალიფიკაციის გამო ლუკებაკიო გამოტოვებს.
ჩვენი პროგნოზი: უკრაინა 0-2 ბელგია
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები
5 საათის წინ
5 საათის წინ
7 საათის წინ
9 საათის წინ