მთავარი
ევრო 2024
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ევრო 2024-ის მე-3 სათამაშო დღე პოლონეთისა და ნიდერლანდების ნაკრებების დაპირისპირებით გაიხსნა.
შეხვედრაში ანგარიში მე-16 წუთზე პოლონელთა თავდამსხმელმა ადამ ბუკსამ გახსნა, რომელმაც ძირითად შემადგენლობაში რობერტ ლევანდოვსკი ჩაანაცვლა. ანტალიასპორის შემტევმა პიოტრ ჟელინსკის ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ თავური დარტყმით აიღო ბარტ ვერბრუგენის კარი.
ნიდერლანდებმა ანგარიში პირველივე ტაიმში გაათანაბრა. საჯარიმოს გარედან კოდი გაკპოს დარტყმული კარისკენ რიკოშეტით წავიდა და ვოიცეხ შესნი უძლური აღმოჩნდა.
მატჩის გადამწყვეტი გოლი 83-ე წუთზე გავიდა. ვოუტ ვეგჰორსტმა შეცვლაზე შემოსვლიდან 2 წუთში შეძლო პოლონელების დამწუხრება და ნარინჯისფრებს ევრო 2024-ის პირველი შეხვედრა მოაგებინა.
ჯგუფის მეორე შეხვედრა ხვალ გაიმართება, სადაც ავსტრია საფრანგეთს დაუპირისპირდება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები
7 საათის წინ
6 საათის წინ
9 საათის წინ
11 საათის წინ