სიახლეები

სეტანტა

სპორტის გურუ

ქვიზები

ევრო 2024 - პორტუგალიამ თურქეთი გაანადგურა

ევრო 2024 - პორტუგალიამ თურქეთი გაანადგურა

4 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

ევრო 2024-ზე F ჯგუფის მორიგი მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს თურქეთისა და პორტუგალიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.


შეხვედრა პორტუგალიელთა გამარჯვებით 0-3 დასრულდა.


ანგარიში 21-ე წუთზე ბერნარდუ სილვამ გახსნა, აქედან 7 წუთში კი თურქ მოთამაშეებს შორის გაუგებრობა მოხდა. სამეთ აქაიდინმა და ალთაი ბაინდირმა ერთმანეთს ვერ გაუგეს, რაც ბაინდირის საკუთარ კარში გატანილი გოლით დასრულდა.


მატჩს წერტილი 56-ე წუთზე ბრუნო ფერნანდეშმა დაუსვა. საგოლე გადაცემა კრიშტიანუ რონალდუმ მიითვალა.


პორტუგალიამ ამ გამარჯვებით 6 ქულა დააგროვა და პლეიოფში გასვლა გაინაღდა, ბოლო ტურში კი საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდება.


თურქებს ორი ტურის შემდეგ 3 ქულა რჩებათ, ჩეხებსა და ქართველებს კი თითო ქულა აქვთ.

თაზო ჩარკვიანი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.