მთავარი
ევრო 2024
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
22 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ევრო 2024-ს B ჯგუფის მეორე მატჩში იტალიამ ალბანეთი დაამარცხა.
შეხვედრა დორტმუნდში სტადიონ სიგნალ იდუნა პარკზე გაიმართა და ევროპის მოქმედი ჩემპიონის გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
თამაში ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლით დაიწყო - 23-ე წამზე ბაირამიმ დიმარკოს შეცდომით ისარგებლა და ალბანეთი დააწინაურა.
თუმცა, სპალეტის გუნდი დიდხანს არ მარცხდებოდა - მე-11 წუთზე ბასტონიმ ანგარიში თავური დარტყმით გაათანაბრა, 16-ზე კი ნიკოლო ბარელამ შორეული გასროლით თავისი ნაკრები წინ გაიყვანა.
მინიმალური უპირატესობის მიუხედავად, იტალიამ მატჩი ლოგიკურ დასასრულამდე მეტნაკლებად მშვიდად მიიყვანა და ჯგუფური ეტაპი დაგეგმილი 3 ქულით დაიწყო.
პირველი ტურის შემდეგ B ჯგუფს ესპანეთის ნაკრები ლიდერობს, მეორეზე იტალია გამწესდა, მესამეზე ალბანეთია, ბოლო ადგილზე კი ჯერჯერობით ხორვატიის ნაკრებს ვხედავთ.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები
5 საათის წინ
6 საათის წინ
4 საათის წინ
9 საათის წინ