მთავარი
ევრო 2024
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
კრისტალ პალასმა შეფილდ იუნაიტედი ებერეჩი ეზესა და მაიკლ ოლისეს დუეტის დახმარებით დაამარცხა.
პირველ წუთზე ანგარიში შეფილდიდან ბრერეტონ დიასმა გახსნა, მე-17 წუთზე მასპინძლებმა ანგარიში ეზეს გოლით გაათანაბრეს, საგოლე გადაცემის ავტორი ოლისე გახდა. აქედან 3 წუთში სტუმრები ისევ წინ გავიდნენ, ამჯერად მაკატის გოლით. 27-ე წუთზე კი პირველი გოლის კომბინაცია გამეორდა და ანგარიში გათანაბრდა.
მატჩის ბედი მე-2 ტაიმში გადაწყდა და უკვე 67-ე წუთზე გამარჯვების გოლის გატანა თავის თავზე მაიკლ ოლისემ აიღო და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა, 3-2.
დღევანდელი ასისტების დამატებით მაიკლ ოლისეს პრემიერ ლიგაში ებერეჩი ეზესთვის უკვე 7 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული. აქამდე კრისტალ პალასის მოთამაშეებს შორის ეს მხოლოდ 2 შემთხვევაში მოხდა. ანდროს თაუნსენდი კრისტიან ბენტეკეს ასისტენტი აღმოჩნდა 7-ჯერ, ჯეიმს მაკარტური კი ვილფრიდ ზაჰასი.
კრისტალ პალასმა ამ გამარჯვებით 24 ქულა დააგროვა და მე-14 ადგილზე იმყოფება.
კომენტარები
23 დღის წინ
4 დღის წინ
10 დღის წინ
2 დღის წინ