Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
3 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ფაბრიციო რომანომაც დაადასტურა, რომ ნაპოლი ბარსელონასთან მატჩამდე 3 დღით ადრე მწვრთნელის გაშვებას განიხილავს.
სლოვაკეთის ნაკრების თავკაცმა, ფრანჩესკო კალცონამ, ორი თანამდებობის შეთავსებაზე თანხმობაც განაცხადა და თავისი ამჟამინდელი დამსაქმებლისგანაც დასტური მიიღო. ახლა ყველაფერი ნაპოლიზეა დამოკიდებული.
როგორც იტალიელი ჟურნალისტი წერს, ნეაპოლური კლუბის ხელმძღვანელობა გადაწყვეტილებას დღეს, მოგვიანებით მიიღებს.
თუ ვალტერ მაძარის გაშვება და კალცონას დანიშვნა გადაწყდა, მის სამწვრთნელო შტაბს ნაპოლის ლეგენდარული ნახევარმცველი, მარეკ ჰამშიკიც შეავსებს.
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ნაპოლი - ბარსელონა ზეგ, 21 თებერვალს, 23:55 საათზე გაიმართება.
კომენტარები
2 დღის წინ
2 დღის წინ