Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
1 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბარსელონამ ლამინ იამალის შეურაცხყოფის გამო ესპანეთის უმსხვილეს ფასიან ტელეარხს კომენტარის მიცემაზე უარი უთხრა.
ამის მიზეზი ატლეტიკო მადრიდში დიეგო სიმეონეს ყოფილი ასისტენტის, ხერმან ბურგოსის კომენტარი გახდა, რომელმაც თამაშის წინ Movistar-თან ლამინ იამალზე ნეგატიურად ილაპარაკა:
„თუ მას [იამალს] ფეხბურთში არაფერი გამოუვა, ის თავს შუქნიშანთან ამოჰყოფს."
როგორც ჩანს, ბურგოსმა ესპანეთის ქუჩის არტისტები იგულისხმა, რომლებიც მანქანებს გზას უღობავენ და სხვადასხვა აქტივობებით, ხშირად ჟონგლიორობით, მძღოლებისგან ფულის მიღებას ცდილობენ.
გაზეთი AS აღნიშნავს, რომ ეს კომენტარი შეგვიძლია განვიხილოთ როგორც დისკრიმინაციული.
მალევე, ბურგოსმა მოიბოდიშა: „ამ კომენტარით არავის შეურაცხყოფა არ მიცდია. თუ ვინმეს ეწყინა, საჯაროდ ვიხდი ბოდიშს. ჩვენს დროში ყველაფერთან უნდა იყო ადაპტირებული და ჩვენც სწორედ ამას ვაკეთებთ." - აღნიშნა არგენტინელმა.
კომენტარები
3 საათის წინ
2 დღის წინ
16 საათის წინ