Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
პროფესიონალ ფეხბურთელთა კავშირმა წლის საუკეთესო თერთმეტეულების დასახელებამდე 23-კაციანი სიები წარმოადგინა.
გამოკითხვაში მონაწილეობა 28 ათასზე მეტმა ფეხბურთელმა მიიღო. კაცთა ფეხბურთში შესაფასებელი პერიოდი 2022 წლის 19 დეკემბრიდან 2023 წლის 20 აგვისტომდე იყო, ხოლო ქალების შემთხვევაში 2022 წლის პირველი აგვისტოდან 2023 წლის 20 აგვისტომდე.
საუკეთესო კაც ფეხბურთელთა სია ასეთია:
მეკარეები - ტიბო კურტუა (რეალი, ბელგია), ედერსონი (მანჩესტერ სიტი, ბრაზილია), ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა, არგენტინა).
მცველები - რუბენ დიაში (მანჩესტერ სიტი, პორტუგალია), ვირჯილ ვან დაიკი (ლივერპული, ნიდერლანდები), ედერ მილიტაო (რეალი, ბრაზილია), ანტონიო რუდიგერი (რეალი, გერმანია), ჯონ სტოუნსი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), კაილ უოკერი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი).
ნახევარმცველები - ჯუდ ბელინგემი (დორტმუნდი/რეალი, ინგლისი), კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი, ბელგია), ილქაი გიუნდოგანი (მანჩესტერ სიტი/ბარსელონა, გერმანია), ლუკა მოდრიჩი (რეალი, ხორვატია), როდრი (მანჩესტერ სიტი, ესპანეთი), ბერნარდუ სილვა (მანჩესტერ სიტი, პორტუგალია), ფედერიკო ვალვერდე (რეალი, ურუგვაი).
თავდამსხმელები - კარიმ ბენზემა (რეალი/ალ იტიჰადი, საფრანგეთი), ერლინგ ჰოლანდი (მანჩესტერ სიტი, ნორვეგია), ჰარი კეინი (ტოტენჰემი/ბაიერნი, ინგლისი), კილიან მბაპე (პსჟ, საფრანგეთი), ლეო მესი (პსჟ/ინტერ მაიამი, არგენტინა), კრიშტიანუ რონალდუ (ალ-ნასრი, პორტუგალია), ვინისიუს ჟუნიორი (რეალი, ბრაზილია).
ქალთა სია:
მეკარეები - მაკენზი არნოლდი (ვესტ ჰემი, ავსტრალია), მერი ერპსი (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), ალისა ნიერი (ჩიკაგო, აშშ).
მცველები - ლუსი ბრონზი (ბარსელონა, ინგლისი), ოლგა კარმონა (რეალი, ესპანეთი), ალექს გრინვუდი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ამანდა ილესტედტი (პსჟ, შვედეთი), ეშლი ლოურენსი (პსჟ/ჩელსი, კანადა), მარია ლეონი (ბარსელონა, ესპანეთი), ირენ პარედესი (ბარსელონა, ესპანეთი).
ნახევარმცველები - აიტანა ბონმატი (ბარსელონა, ესპანეთი), კლაუდია პინა (ბარსელონა, ესპანეთი), ფრიდოლინა როლფო (ბარსელონა, შვედეთი), ჯორჯია სტენვეი (ბაიერნი, ინგლისი), ელა ტუნი (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), კირა უოლში (ბარსელონა, ინგლისი).
თავდამსხმელები - ჯენიფერ ერმოსო (პაჩუკა/ტიგრესი, ესპანეთი), ლორენ ჯეიმსი (ჩელსი, ინგლისი), სემ კერი (ჩელსი, ავსტრალია), ალექს მორგანი (სან დიეგო, აშშ), სალმა პარალუელო (ბარსელონა, ესპანეთი), ალექსანდრა პოპი (ვოლფსბურგი, გერმანია), ალესია რუსო (მანჩესტერ იუნაიტედი/არსენალი, ინგლისი).
საუკეთესო თერთმეტეულები 15 იანვარს დასახელდება.
კომენტარები
11 საათის წინ
9 საათის წინ
11 საათის წინ
11 საათის წინ