Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჰანსი ფლიკს ბარსელონაში მუშაობა ძალიან სურს.
Diario Sport-ის ინფორმაციით, ბაიერნის ყოფილ თავკაცს კატალონიურ კლუბში მწვრთნელად დანიშვნა ოცნებად აქვს ქცეული.
59 წლის სპეციალისტის ამჟამინდელი მთავარი მიზანი რაც შეიძლება მალე ტოპ-დონის გუნდის პოვნაა, სასურველია გერმანიის ფარგლებს გარეთ. ამიტომ, ბარსელონა მისთვის იდეალური ვარიანტია.
ბლაუგრანას ხელმძღვანელობას, თავის მხრივ, ჯერ ჩავის საბოლოო გადაწყვეტილების დალოდება სურს - ბოსები აქტიურად ცდილობენ, ესპანელი დარჩენაზე დაიყოლიონ.
ფლიკი მზადაა დაიცადოს. ის კატალონიელთა თამაშებს აქტიურად აკვირდება და უკვე ფიქრიც აქვს დაწყებული, რა ტაქტიკური ცვლილებების შეტანა იქნებოდა შესაძლებელი.
კომენტარები
2 დღის წინ
17 საათის წინ
3 საათის წინ