მთავარი
ევრო 2024
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
პრემიერ ლიგის 23-ე ტური ბრენტფორდისა და მანჩესტერ სიტის დაპირისპირებით დაიხურა.
მატჩში ანგარიში 23-ე წუთზე ნილ მოპემ გახსნა, საგოლე გადაცემა კი მასპინძელთა კარის დარაჯს მარკ ფლეკენს ჩაეწერა. ის გახდა პრემიერ ლიგის ამ სეზონში პირველი მეკარე, რომელმაც ასისტი გააკეთა.
ბრენტფორდს ტაიმის მოგებამდე ცოტა დააკლდა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ფილ ფოდენმა ანგარიშის გათანაბრება შეძლო და მასპინძლებს გოლი გასახდელში გაატანა.
სიტის ინგლისელი შემტევი ამით არ გაჩერებულა და მე-2 ტაიმში ქალაქელებს გამარჯვებაც მოუტანა. მან ჯერ 53-ე, ხოლო შემდეგ 70-ე წუთზე შეძლო მეტოქის კარის აღება და ჰეთ-თრიქიც შეასრულა. მისი ასისტენტი ერთ შემთხვევაში კევინ დე ბრუინი იყო, მეორეში კი ერლინგ ჰალანდი.
საინტერესოა, რომ ფოდენისთვის პრემიერ ლიგაში ეს მეორე ჰეთ-თრიქი იყო, რითიც შემდეგი მოთამაშეების სიაში გაერია: ედენ აზარი, სადიო მანე, გარეტ ბეილი და სტივენ ჯერარდი.
სიტი ამ გამარჯვებით 2 ქულაში მიუახლოვდა ჩემპიონატის ლიდერ ლივერპულს, თუმცა გვარდიოლას შეგირდებს თადარიგში კიდევ ერთი მატჩი აქვთ, რომელიც ასევე ბრენტფორდთან უნდა გამართონ 20 თებერვალს, ამჯერად ეტიჰადზე.
კომენტარები
10 საათის წინ
4 საათის წინ
1 დღის წინ