Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
3 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
თუ ფიქრობთ, რომ აშშ-ში „სოკერი" ლეო მესიმ ჩაიტანა, ცდებით. ფეხბურთი იქ დიდი ხანია ვითარდება - ადგილობრივი კლუბები კი აქტიურად აშენებენ ახალ სტადიონებს.
მაგალითად, 2018 წლიდან დღემდე, უკვე ცხრა ახალი არენა აშენდა და ეს ზღვარი ჯერ კიდევ არ არის - წინ 2026 წლის მუნდიალია.
მოდით, ყველას გადავხედოთ.
„ლოს ანჯელესი", BMO Stadium - 2018
კალიფორნიაში სტადიონი 2018 წლის აპრილში გაიხსნა. არენა ლოს ანჯელესის ყოფილი მემორიალური სპორტული არენას ადგილზე, დაწყებიდან ორ წელიწადში აშენდა.
სტადიონი 22 ათას კაცს იტევს, მისი აშენება კი 100 მილიონი დოლარი დაჯდა.
BMO Stadium-ი - პირველი ღია სტადიონია ლოს ანჯელესში Dodger Stadium-ის დროიდან, რომელიც ჯერ კიდევ 1962 წელს გაიხსნა. იქ ბეისბოლოს გუნდი ლოს ანჯელეს დოდჯერსი თამაშობს.
"დი სი იუნაიტედი", Audi Field - 2018
ვაშინგტონში სტადიონის აშენება ჯერ კიდევ ნულოვან წლებში უნდოდათ, მაგრამ შესაბამისი მიწის ძებნის პროცესმა ეს ყველაფერი 2017 წლამდე გაწელა. საბოლოოდ, მშენებლობა წელიწადნახევარი გაგრძელდა და სხვადასხვა ინფოებით, 400-დან 500 ათას დოლარამდე დაჯდა.
„მინესოტა იუნაიტედი", Allianz Field - 2019
2015 წლის შემოდგომაზე მინესოტას მფლობელებმა წარმოადგინეს პროექტი, ერთ წელიწადში კი სამუშაოები დაიწყო. 2019 წელს არენა მნახველებისთვისაც გაიხსნა. მისი ტევადობა 19 400 ადამიანს შეადგენს, ბიუჯეტი კი 200 მილიონი დოლარი გამოიყო.
„ინტერ მაიამი", DRV PNK Stadium (Chase Stadium) - 2020
სტადიონი შუა ფლორიდაში, იტევს 21 ათას ადამიანს, აშენდა 10 თვეში და გაიხსნა 2020 წლის ზაფხულში. მისი მშენებლობა 60 მილიონი დოლარი დაჯდა. სასიამოვნო ბონუსი: მახლობლად ცხოვრობს ლეო მესი.
უკვე ახლა ინტერ მაიამი ახალ სტადიონს აშენებს, Miami Freedom Park-ს, რომელიც 2025-ში გაიხსნა.
„კოლამბუს კრიუ", Lower.com Field - 2021
კიდევ ერთი სტადიონი ოჰაიოში, რომელმაც კლუბს ყოფილი არენა - Historic Crew Stadium-ი შეცვალა. ახალი არენა 314 მილიონი დოლარი დაჯდა, იტევს 20 ათას ადამიანს. მშენებლობა დაიგეგმა 2019-ს ზაფხულში, პირველ მატჩს კი სტადიონმა 2021-ში უმასპინძლა.
„ცინცინატი", TQL Stadium - 2021
„ცინცინატის" საშინაო სტადიონი ოჰაიოში 2018 წლის ბოლოს დაიწყო და 3 წელიწადში დასრულდა. ჯამში 250 მილიონი დოლარი დაჯდა, იტევს დაახლოებით 26 ათას ადამიანს. ვიზუალურად წააგავს ალიანც არენას.
„ოსტინი", Q2 Stadium - 2021
იტევს 21 ათას ადამიანს, დაჯდა დაახლოებით 240 მილიონი დოლარი, რომელიც მთლიანად დააფინანსეს პირადმა ინვესტორებმა, ერთ-ერთი მათგანი - მეტიუ მაკკონაჰია.
„სენტ - ლუისი", CityPark - 2022
მისურის შტატში სენტ ლუისის ახალი სტადიონის აშენება ჯერ კიდევ 2016-ში იგეგმებოდა, მაგრამ 2020-მდე გადაიდო. ორ წელიწადში არენა გაიხსნა, დაჯდა 458 მილიონი დოლარი, იტევს 23 ათას ადამიანს.
„ნეშვილი", Goedis Park - 2022
შტატ ტენესიში 30-ათას კაციანი სტადიონი, რომელიც 2016-ში წარადგინეს და და მილიარდერ ჯონ ინგრემის პირადი ფულით უნდა აშენებულიყო, თუმცა პროცესში ადგილობრივი ხელისუფლება ჩაერთო და 30 მილიონი დოლარი გამოყო.
კომენტარები
15 დღის წინ
9 დღის წინ