Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
18 თებერვალი ქართული MMA-სა და სპორტის ისტორიაში ოქროს ასოებით შევიდა. UFC 298-ზე მერაბ დვალიშვილმა ჰენრი სეხუდო დაამარცხა, ხოლო ილია თოფურიამ ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაანოკაუტა და UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი გახდა.
მოდით, ფოტოების საშუალებით გადავავლოთ თვალი ამ ისტორიული დღის პერიპეტიებს.
დვალიშვილის ბრძოლისთვის მზადება
მერაბს ბრძოლის წინ ალჯამაინ სტერლინგი ეხმარებოდა.
დარბაზში მისასვლელად მერაბი ქართულ ჩოხაში გამოეწყო.
ანაჰეიმში ქართველი მებრძოლების მხარდასაჭერად ზაზა ფაჩულია და გიგა ჭიკაძე (შვილთან ერთად) ჩავიდნენ.
ბრძოლა და სანერვიულო წუთები დაიწყო.
დვალიშვილი სეხუდოსთან დომინირებდა.
მსაჯების ერთპიროვნული გადაწყვეტილებით მერაბ დვალიშვილმა ჰენრი სეხუდო დაამარცხა.
მოვიდა UFC 298-ის კულმინაციის დროც - ილია თოფურია ალექს ვოლკანოვსკის წინააღმდეგ.
მეტოქეებმა მნიშვნელოვანი დარტყმები აქტიურად გაცვალეს.
ილიას კუთხიდან აქტიურად ეხმარებოდა მისი ძმა - ალექსანდრე თოფურია, რომელიც მალე UFC-ში საკუთარ კარიერასაც დაიწყებს.
და დადგა ისტორიული მომენტი: ილია თოფურიამ ლეგენდარული ალექს ვოლკანოვსკი დაანოკაუტა.
ალბათ, ყველა გულშემატკივრის რეაქცია ასეთი იყო:
ვოლკანოვსკი დამწუხრებულია
UFC-ს კი ილია თოფურიას სახით პირველი ქართველი ჩემპიონი ჰყავს.
ელ მატადორი ოქტაგონიდან UFC-ის ჩემპიონის სტატუსით პირველად გავიდა.
ასეთი იყო ქართული MMA-სა და სპორტისთვის ისტორიული დღე. რაც მთავარია, ანაჰეიმში ქართული დროშები სიამაყით ფრიალებდა.
ფოტოების ავტორი: ლაშა კუპრაშვილი
კომენტარები
10 დღის წინ
5 დღის წინ
4 დღის წინ
4 დღის წინ