Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ნაპოლიში ვალტერ მაძარის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღეს, მის ადგილს კი გუნდში ფრანჩესკო კალცონა დაიკავებს.
კალცონა 55 წლის იტალიელი სპეციალისტია, რომელიც ამჟამად სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია და ნაპოლის თავკაცობასთან ერთად ამ სამსახურსაც შეინარჩუნებს. ის პარტენოპეისთან კონტრაქტს ივნისის ბოლომდე აწერს ხელს.
კალცონა და ნაპოლი ერთმანეთისთვის უცხოები არ არიან. 2015-18 და 2021-22 წლებში ის ჯერ მაურიციო სარის, ხოლო შემდეგ ლუჩიანო სპალეტის სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა, ამ პერიოდებს შორის კი კალიარიში ეუსებიო დი ფრანჩესკოსაც ეხმარებოდა.
2022 წელს კი იტალიელი მწვრთნელი სლოვაკეთის ნაკრებში დაინიშნა და მისი თაოსნობით გუნდი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზეც გავიდა.
კალცონა ამ სეზონში ნაპოლისთვის მე-3 თავკაცი იქნება. თავიდან გუნდს რუდი გარსია წვრთნიდა, ოქტომბერში ის ვალტერ მაძარიმ შეცვალა, ახლა კი ჩემპიონთა ლიგაზე ბარსელონასთან 1/8 ფინალური დაპირისპირების წინ მთავარი მწვრთნელი სწორედ 55 წლის იტალიელი სპეციალისტი ხდება.
კომენტარები
2 დღის წინ
2 დღის წინ