Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
3 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ტონი კროოსმა გერმანიის ნაკრებში დაბრუნების მიზეზი დაასახელა.
„იულიანმა [ნაგელსმანმა - ავტ] დამირეკა და მკითხა, რამდენად წარმომიდგენია ნაკრებში დაბრუნება. იქამდე, ეს იდეა აზრადაც არ მქონია.
შევთანხმდით, რომ მის სურვილს გავითვალისწინებდი და მოგვიანებით გადავწყვეტდი, რა მოხდებოდა. ბევრი ვიფიქრე. რატომ კი? ან რატომ არა?
ყველა მასთან საუბრის შემდეგ, დეტალებში ჩაძიების გარეშე რომ ვთქვა, უფრო და უფრო მეტად ვრწმუნდებოდი. სწორედ ამიტომ მინდოდა, რაც შეიძლება მალე გადამეწყვიტა, რათა ხალხი მოლოდინის რეჟიმში არ ყოფილიყო.
ჩემი გადაწყვეტილებით ძალიან ბედნიერი ვარ, მიუხედავად იმისა რომ მის მისაღებად დრო დამჭირდა. უნდა აღვნიშნო, რომ გადამრჩენელი არ ვარ, მხოლოდ გუნდის დახმარება მინდა. მე უბრალოდ ერთ-ერთი ნაწილი ვარ, რომელიც სხვებს უნდა შეუერთდეს და იმედია, ერთად ავმუშავდებით. ბიჭებს, ფეხბურთელებს ვიცნობ, მათ დიდი შესაძლებლობები აქვთ.
დროა, ეს შესაძლებლობები გუნდურად გამოვავლინოთ. თავს კარგად ვგრძნობ და ფიზიკურადაც მზად ვარ ამ ყველაფერს უპრობლემოდ გავუმკლავდე. გადამწყვეტი ფაქტორი ის აღმოჩნდა, რომ საშინაო ტურნირზე ჩემი გუნდში ყოლის სურვილი გამოითქვა." - აღნიშნა კროოსმა.
გერმანული პრესის ცნობით, რეალის ნახევარმცველს ნაკრებში უკვე მარტის ამხანაგური მატჩებისთვის იხმობენ.
კომენტარები
10 საათის წინ
1 დღის წინ
38 წუთის წინ
1 დღის წინ