Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
28 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მადრიდის რეალის ბელგიელმა მეკარემ ტიბო კურტუამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა.
"მინდა, მივმართო ბელგიელ გულშემატკივრებსა და ჩვენი ეროვნული ნაკრების მხარდამჭერებს.
მე უზარმაზარ სიყვარულსა და სიამაყეს ვგრძნობ, როცა ჩემს ქვეყანას მოედანზე წარმოვადგენ, ისევე როგორც ყველა თქვენგანი, რომელიც წითელ ეშმაკებს მხარს უჭერს. მქონდა პრივილეგია და პატივი მეტარებინა ეროვნული გუნდის მაისური. ჩემს ოცნებებშიც კი ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამას 100-ზე მეტჯერ ვიზამდი.
სამწუხაროდ, მწვრთნელთან განვითარებული მოვლენების გამო, გადავწყვიტე, რომ ბელგიის ეროვნულ ნაკრებში მისი მწვრთნელობის პერიოდში არ დავბრუნდე. ამ შემთხვევაში, ვიზიარებ ჩემს პასუხისმგებლობას. ჩემი მისდამი უნდობლობა არ დაეხმარება არსებულ ატმოსფეროს.
ფედერაციამ, რომელთანაც საუბრები მქონდა, ჩემი პოზიცია მიიღო, რამაც მიმიყვანა ამ მტკივნეულ, მაგრამ გარდაუვალ გადაწყვეტილებამდე. ვწუხვარ, რომ ზოგიერთ გულშემატკივარს გულს დავწყვეტ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა ბელგიის სასარგებლოდ, რადგანაც ეს ყველაფერი კამათს დაასრულებს და გუნდს საშუალებას მისცემს, რომ დასახული მიზნებისთვის იბრძოლოს.
მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის, სიყვარულისთვის და გაგებისთვის." - წერს კურტუა.
ბელგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დომენიკო ტედესკოა, რომელთანაც კონფლიქტის გამო ტიბო კურტუა ეროვნულ გუნდში თამაშზე უარს ამბობს.
ბელგიელ მეკარეს ნაკრებში 102 მატჩი აქვს ჩატარებული.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები