Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
გონსალო გედეში კარიერას ლა ლიგაში გააგრძელებს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით გონსალო გედეში, რომელიც ვულვზის საკუთრებაა იჯარის წესით ვილიარეალში ითამაშებს.
პორტუგალიელმა ფეხბურთელმა სეზონის პირველი ნახევარი ლისაბონის ბენფიკაში გაატარა.
მოთამაშე უკვე ესპანეთშია და სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ ახალ გუნდს შეუერთდება.
ყვითელ წყალქვეშა ნავს ზაფხულში გედეშის გამოსყიდვის უფლება არ ექნება, მოთამაშის მთლიან ხელფასს კი სრულად ყვითლები გადაიხდიან.
27 წლის შემტევს ლა ლიგაში თამაშის 5-წლიანი გამოცდილება აქვს, ის ვალენსიას ღირსებას იცავდა და ჩემპიონატში ჩატარებულ 146 მატჩში 28 გოლი და 28 საგოლე გადაცემაა მის ანგარიშზე.
კომენტარები
9 საათის წინ
9 საათის წინ
9 საათის წინ
9 საათის წინ