Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
გერმანულმა და მსოფლიო ფეხბურთმა მორიგი ლეგენდა დაკარგა. ანდრეას ბრემე 63 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ის იყო მარცხენა მცველი, რომელმაც გერმანიის ნაკრებში 86 მატჩი ჩაატარა და 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინას გამარჯვების გოლი გაუტანა. ამასთან ბრემემ ბაიერნთან და კაიზერსლაუტერთან ერთად ბუნდესლიგა მოიგო, ინტერში კი სერია ა, იტალიის სუპერ თასი და უეფას თასი.
"საფეხბურთო კლუბი ბაიერნი ძალიან დამწუხრებულია ანდრეას ბრემეს მოულოდნელი გარდაცვალებით. თანადგომას ვუცხადებთ მის ოჯახსა და მეგობრებს.
ანდრეას ბრემე ყოველთვის ჩვენს გულებში იქნება, როგორც მსოფლიო ჩემპიონი და რაც უფრო მნიშვნელოვანია, როგორც ძალიან განსაკუთრებული ადამიანი. ის ყოველთვის ბაიერნის ოჯახის ნაწილი იქნება. მშვიდად განისვენე, ანდი!" - ვკითხულობთ ბაიერნის ოფიციალურ განცხადებაში.
"კაიზერსლაუტერნი გლოვობს ანდრეას ბრემეს გარდაცვალებას. მან წითელი ეშმაკების მაისური ჯამში 10 წლის განმავლობაში ატარა და გერმანიის ჩემპიონი და თასის მფლობელი გახდა.
1990 წელს კი მისი პენალტით გერმანიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახდა, თავად კი ფეხბურთის ლეგენდა. კაიზერსლაუტერნის ოჯახი გლოვობს, ჩვენი ფიქრები ანდის ოჯახთან და მეგობრებთანაა." - წერია კაიზერსლაუტერნის ოფიციალურ განცხადებაში.
"საფეხბურთო კლუბი მილანის ინტერი და მთელი ინტერის სამყარო უერთდება გლოვას ანდრეა ბრემეს გარდაცვალების შესახებ და უთანაგრძნობს მის ოჯახს.
დიდი გერმანელი ჩემპიონის პატივსაცემად, რომელმაც ნერაძურის ფერები 1988-დან 1992 წლამდე ატარა, 154 თამაშში 12 გოლი გაიტანა და სკუდეტო, უეფას თასი და იტალიის სუპერ თასი მოიგო, ინტერი მადრიდის ატლეტიკოსთან მატჩში შავი სამკლაურებით გამოვა." - ასეთია ინტერის განცხადება.
კომენტარები
20 საათის წინ
1 დღის წინ
23 საათის წინ
1 დღის წინ