ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
17 დღის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს ნაკრების და ვალენსიას მეკარე გიორგი მამარდაშვილი ბარსელონასთან მატჩში მოედნიდან პირველ ტაიმში გააძევეს.
პირველი ტაიმის კომპენსირებულ წუთებში გიორგიმ თანაგუნდელისგან საჯარიმოს გარეთ პასი მიიღო, რომელიც სამწუხაროდ მძიმედ დაამუშავა და ბურთი ლამინ იამალს მიუვიდა, რომელმაც მამარდას მოტყუება სცადა და ბურთი ხელში მოარტყა.
ეპიზოდის ვიდეორეფერის დახმარებით გადამოწმების შემდეგ, არბიტრმა მამარდაშვილს ბოლო იმედის ჯარიმისთვის მამარდაშვილს პირდაპირი წითელი ბარათი უჩვენა.
ამის შემდეგ, შემტევი ანდრე ალმეიდას ნაცვლად მოედანზე ვეტერანი გოლკიპერი, ხაუმე დომენეკი გამოვიდა და რაფინიას მიერ შესრულებული ჯარიმა მოიგერია.
შესვენებაზე ვალენსია თამაშს 2:1 იგებს.
კომენტარები
2 დღის წინ
7 საათის წინ
3 დღის წინ
9 საათის წინ