Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
დეიან მილოიევიჩი 46 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა სახელდება.
მილოიევიჩი ბოლო 3 წლის განმავლობაში გოლდენ სტეიტში სტივ კერის ასისტენტი იყო და გუნდთან ერთად 2022 წელს ჩემპიონიც გახდა.
NBA-მდე სერბი ბუდუჩნოსტსა და მეგა ბასკეტს წვრთნიდა. ამ უკანასკნელში მისი თავკაცობით NBA-ს არაერთ კალათბურთელს უთამაშია, მათ შორის გოგა ბითაძეს და ნიკოლა იოკიჩს.
2019-დან 2021 წლამდე მილოიევიჩი სერბეთის ნაკრებშიც მუშაობდა, სადაც იგორ კოკოშკოვის ასისტენტი იყო.
რაც შეეხება მისი მოთამაშის კარიერას, სხვადასხვა წლებში ის ბუდუჩნოსტის, პარტიზანის, ვალენსიასა და გალათასარაიში ასპარეზობდა. კარიერის პიკი ბელგრადში ჰქონდა, სადაც 3-ჯერ ადრიატიკის ლიგის საუკეთესო და 2-ჯერ ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა.
მილოიევიჩს სერბეთისა და მონტენეგროს ნაკრებთან ერთად 2001 წელს ევრობასკეტიც მოგებული აქვს.
კომენტარები
3 დღის წინ
1 დღის წინ
4 საათის წინ
2 დღის წინ