სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
უეფას ევროპა ლიგის მე-2 ტურში პორტუმ დრაგაუზე მანჩესტერ იუნაიტედი მიიღო. შეხვედრაში 6 გოლი ვიხილეთ.
მე-7 წუთზე ანგარიში მარკუს რაშფორდმა გახსნა, რომელიც ფლანგიდან საჯარიმოში შეიჭრა და დიოგუ კოშტას ახლო კუთხეში გაუტანა. მე-20 წუთზე რაშფორდმა უკვე საგოლე გადაცემა მიითვალა, გოლი კი რასმუს ჰოილუნდმა მიითვალა.
მანჩესტერმა 2-ბურთიანი უპირატესობა პირველივე ტაიმში გაანიავა. 27-ე წუთზე პეპემ შეამცირა სხვაობა, 34-ე წუთზე სამუ ომოროდიონმა გაათანაბრა ანგარიში. პირველი ტაიმი ფრედ 2-2 დასრულდა.
მეორე ტაიმის სტარტზე მასპინძლები უკვე დაწინაურდნენ. 50-ე წუთზე ომოროდიონმა დუბლი შეასრულა და პორტუ წინ გაიყვანა.
81-ე წუთზე მანჩესტერისთვის სიტუაცია კიდევ უფრო გართულდა. ბრუნო ფერნანდეშმა სახიფათო თამაშის გამო მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და ზედიზედ მე-2 შეხვედრაში მოედნიდან გააძევეს.
მიუხედავად რთული სიტუაციისა, კომპენსირებულ დროში იუნაიტედი მარცხს მაინც გადარჩა. 91-ე წუთზე ერიკ ტენ ჰაგის გუნდს ქულა ჰარი მაგუაირმა მოუტანა, რომელმაც კრისტიან ერიქსენის კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ თავური დარტყმით აიღო პორტუს კარი და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა (3-3).
ევროპა ლიგაზე ჩატარებული 2 მატჩის შემდეგ მანჩესტერს 2 ქულა აქვს, პორტუმ კი ამ გათამაშებაში პირველი ქულა მოიპოვა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები