4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საფრანგეთის ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში სენტ-ეტიენის გატანილი 8 გოლიდან 5 ზურიკო დავითაშვილის ანგარიშზეა, რაც გუნდის გოლების 63%-ს შეადგენს.
ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში მხოლოდ კრის ვუდს აქვს უკეთესი შედეგი, რომელმაც ინგლისის პრემიერ ლიგაში ნოტინგემ ფორესტის 11 გოლიდან 7 გაიტანა, რაც გოლების 64% არის.
ლიგა 1-ში დავითაშვილის აქტივში 5 გოლთან ერთად 2 საგოლე გადაცემაცაა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქართველმა გუნდის 8 გოლიდან შვიდში მიიღო მონაწილეობა.
სენტ-ეტიენი ჩემპიონატში ჩატარებული 9 ტურის შემდეგ 7 ქულით მე-16 ადგილზეა, რაც გასავარდნი პლეიოფის ზონაა.
დავითაშვილის გოლი ლიგა 1-ის თვის საუკეთესო გოლზეა წარდგენილი
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები