Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
4 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბეტისთან მატჩის შედეგად, ბარსელონას ყველაზე სუსტ ფეხბურთელად რობერტ ლევანდოვსკი დასახელდა.
გამოცემა Marca-მ მატჩის შემდეგ ფეხბურთელებს შეფასებები დაურიგა და პოლონელი ფორვარდი საერთოდ შეფასების გარეშე დატოვა.
ლევანდოვსკიმ მოედანზე 63 წუთი გაატარა და ერთ საათში კარში არცერთხელ არ დაურტყამს, მისი 12 პასიდან 7 კი არაზუსტი გამოვიდა.
საინტერესოა, რომ ლევანდოვსკი ერთადერთი ფეხბურთელი აღმოჩნდა, რომელიც მარკამ შეფასების გარეშე დატოვა.
თითო ვარსკვლავი მიიღეს ინიაკი პენიამ, ჟულ კუნდემ, რონალდ არაუხომ, ალექს ბალდემ, ფრენკი დე იონგმა, ფერმინ ლოპესმა და ვიტორ როკემ.
ორ-ორი ვარსკვლავი ერგოთ პაუ კუბარსის, ჟოაო ფელიქსს (გამარჯვების გოლის ავტორი), ილქაი გიუნდოგანს და პედრის, რომელმაც ასისტი მიითვალა.
სამი ვარსკვლავი (ყველაზე მაღალი შეფასება) კი ლამინ იამალმა (ასისტი) და ფერან ტორესმა დაიმსახურეს (3 გოლი და 1 ასისტი).
კომენტარები
2 დღის წინ
12 საათის წინ
12 საათის წინ