Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
3 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
გუტის მიაჩნია, რომ ჩავი ერნანდესი ბარსელონას მწვრთნელობისთვის მზად არ იყო.
„შესანიშნავი შემადგენლობით, მან თავისი ფეხბურთელებისგან მცირე სარგებელი მიიღო, რეალობა ეს არის. კარგი მწვრთნელი უნდა ერგებოდეს იმ შემადგენლობას, რომელიც ჰყავს.
ჩავი არ იყო ბარსას მწვრთნელობისთვის მზად. ეგონა, ყველაფერი ძალიან მარტივად იქნებოდა, მაგრამ არა. კატარში ლიზენციის მიღება, სადაც მატჩებზე 300 კაცი მოდის - არ არის იგივე, რაც ბარსელონას სათადარიგო სკამზე ჯდომა.
ორი კატეგორიის ადამიანები არსებობენ - ის, ვინც უფრო მომზადებულია და ის, ვისაც ჯერ სხვა გუნდებში სჭირდება მუშაობა, გამოცდილების დაგროვება და შემდეგ მოსვლა ასეთ დიდ გუნდში, იქნება ეს ჩავი, თუ ვინმე სხვა. მე მიმაჩნია, რომ ჩავი - ბარსელონასთვისაც კარგი მწვრთნელია და სხვა ნებისმიერი გუნდისთვისაც.
ვფიქრობ, მსაჯებზე ლაპარაკით, ჩავის იმ ყველაფრის გადაფარვა სურს, რასაც მისი გუნდი აკეთებს, ან ვერ აკეთებს საფეხბურთო მოედანზე. მისთვის ასე უფრო მარტივია. უჭირს წარმოდგენა, რომ ბარსელონა ვერ არის მოწოდების სიმაღლეზე, უფრო უადვილდება თქმა, რომ იცით, მსაჯები რეალს ეხმარებიან.
ჩემი აზრით, 38 ტურის მანძილზე მსაჯები ერთ მატჩში შეიძლება შენს სასარგებლოდ შეცდნენ, მეორეში კი - მეტოქის. არამგონია, რომ რეალის, ბარსელონას ან რომელიმე სხვა გუნდის მიმართ ჰქონდეთ მიკერძოებულობა.
არასდროს არ მინახავს, რომ მწვრთნელს ეთქვა: „დღეს მსაჯები ჩვენ დაგვეხმარნენ, ეს სამი ქულა არ გვეკუთვნოდა.“ - აღნიშნა რეალის ექს-ფეხბურთელმა.
კომენტარები
4 საათის წინ
4 საათის წინ
17 საათის წინ
17 საათის წინ