სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
პეპ გვარდიოლამ აღნიშნა, რომ მიკელ არტეტა საკუთარ აზრებს უფრო მკაფიოდ უნდა აფიქსირებდეს.
არსენალის მთავარი მწვრთნელი სიტიში გვარდიოლას თანაშემწედ 2016-2019 წლებში მუშაობდა.
პრემიერ ლიგის მე-5 ტურის მატჩის წინ, რომელიც ეტიჰადზე სიტისა და არსენალს შორის გაიმართა, იმის პასუხად, რომ მეთოფეები ამ მატჩის მოსაგებად "ბნელ ძალებს" იყენებდნენ, არტეტამ აღნიშნა: "სიტიში ოთხი წელი ვიყავი. ყველანაირი ინფორმაცია მაქვს, დამიჯერეთ." - სავარაუდოდ, არტეტამ იგულისხმა, რომ სიტიც ანალოგიურ ტაქტიკას იყენებდა.
„მან ასე თქვა? შემდეგში უფრო გასაგებად უნდა თქვას, რას ნიშნავს ეს ნათქვამი.
მან თქვა, რომ ოთხი წელი აქ იყო და ზუსტად იცის, აქ რა და როგორ ხდება. შეიძლება, ეს 115 ბრალდების საქმეს ეხებოდეს - ან, რა იგულისხმა მან საერთოდ? შეიძლება, ის ამ კუთხით ფლობს ინფორმაციას. იმედი მაქვს, შესაბამისი შეკითხვა დაუსვით
ვიცი, აქ რაც ხდებოდა. ასე დაფარულად ლაპარაკის ნაცვლად, მას უფრო მკაფიოდ უნდა დაეფიქსირებინა თავისი აზრი." - აღნიშნა პეპმა.
თუ პრემიერ ლიგის მატჩების ყურება საუკეთესო ხარისხში გინდა, ამ გვერდის გამოყენებით შეგიძლია ფეხბურთს ლაივში უყურო.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები