Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
4 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
პეპ გვარდიოლა წლის საუკეთესო მწვრთნელად დასახელების შემდეგ, სიტყვით წარსდგა.
სიტყვის დასაწყისში, პეპმა იტალიურად მიმართა სპალეტის და მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ნაპოლისთან ერთად მოგებული სკუდეტო მიულოცა, შემდეგ კი ინძაგისაც უთხრა, რომ მის წინააღმდეგ თამაში ჩემპიონთა ლიგის ფინალში ძალიან რთული იყო.
„დიდი მადლობა თქვენ. მინდა, ეს სიხარული და ეს მომენტი სიტის მფლობელებთან ერთად გავიზიარო.
ჩემი და სამწვრთნელო შტაბის სახელით მინდა მადლობა ფეხბურთელებს გადავუხადო იმისთვის, რაც მათ მრავალი წლის მანძილზე ამ კლუბისთვის გააკეთეს, ამიტომ გამონაკლისის გარეშე ყველას მადლობას ვუხდი. ჩემთვის ყოველდილით სამსახურსი მოსვლა დიდი პატივია.
მადლობა მამაჩემს, რომელიც 92 წლის არის, მაგრამ ახლა აქ ზის. ძალიან მიხარია, რომ ის აქ არის.“ - აღნიშნა გვარდიოლამ და ოჯახის სხვა წევრებიც არ დაივიწყა.
შემდეგ, ცერემონიის წამყვანმა ტიერი ანრიმ ბარსელონასთან და სიტისთან მოგებული ტრიპლეტების შედარება სთხოვა:
„ბარსელონა - ჩემი გულის კლუბია, ბარსა არის მიზეზი, რის გამოც ახლა აქ ვარ. მაგრამ იგივეს გამეორება სიტისთან ერთად... 15 ან 20 წლის წინ ჩვენ აქ არ ვყოფილვართ.
მას შემდეგ, რაც რობრეტო მანჩინი იყო მწვრთნელი, დიდი და ძლიერი გუნდი ავაშენეთ. წლების წინ ვერ ვიფიქრებდით, რომ აქ ვიქნებოდით.“ - აღნიშნა კატალონიელმა.
კომენტარები
2 დღის წინ
13 საათის წინ
2 დღის წინ