სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ როდრის შესახებ ისაუბრა.
"ვერ უარვყოფ, ძალიან გამიხარდება, თუ როდრი ოქროს ბურთის მოგებას შეძლებს. მისი სტაბილურობა უბრალოდ საოცარია."
"ოქროს ბურთისთვის ბრძოლა, ნომინირება ან მისი მოგება ფანტასტიკურია."
ევრო 2024-ზე ესპანეთის ნაკრების ჩემპიონობისა და როდრის ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელების შემდეგ სიტის ნახევარმცველის სახელი ოქროს ბურთის გარშემო არსებულ დისკუსიებში აქტიურად სახელდება.
მთავარ კანდიდატებად ასევე ვინისიუს ჟუნიორი და ჯუდ ბელინგემი მიიჩნევიან.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები