-
Aa
+
ფონტის ზომა
პეპ გვარდიოლამ ლივერპულთან მატჩში ერლინგ ჰალანდის არყოფნაზე ისაუბრა.
ნორვეგიელმა ფეხბურთელმა სიტის ბოლო ორი მატჩი გამოტოვა, გუნდმა კი ჯერ რეალთან წააგო (1:3), შემდეგ ლივერპულთან (0:2).
„დაბრუნდება თუ არა ერლინგი ტოტენჰემთან ოთხშაბათის თამაშისთვის? არ ვიცი, მე არ ვამბობ, რომ ჰალანდის არყოფნის გამო დავმარცხდით, ეს სხვა ფეხბურთელების მიმართ უპატივცემლობა იქნებოდა.
შეგვეძლო მომენტები უკეთ გამოგვეყენებინა, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი ნორმალურად არის." - აღნიშნა ესპანელმა სპეციალისტმა.
როგორც ცნობილია, ჰალანდს მუხლის პრობლემები აქვს.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები