სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
პეპ გვარდიოლამ ფეიენოორდთან განიავებული გამარჯვება (3:3) შეაფასა.
„3:0-ზე კარგად ვთამაშობდით, მაგრამ შემდეგ ბევრი გოლი გავუშვით, იმიტომ რომ არასტაბულურები ვიყავით. მეტოქეს პირველი და მეორე გოლის ადვილად გატანის საშუალება მივეცით, რის გამოც შემდეგ გაგვიჭირდა.
ბოლო დროს ბევრს ვაგებდით და რა თქმა უნდა გამარჯვება გვჭირდებოდა, ეს თამაშიც თავდაჯერებას გვაძლევდა. კარგ დონეზე ვთამაშობდით, მაგრამ პრობლემები შეგვექმნა, როგორც კი რაღაც მოხდა.
არ ვიცი, უკავშირდება თუ არა ეს ფსიქოლოგიას. არ შეიძლებოდა პირველი გოლის დაშვება, ისევე, როგორც მეორესი. ამის მერე დაგვავიწყდა ყველაფერი, რაც ხდებოდა, იმიტომ რომ გამარჯვება ძალიან გვინდოდა.
კარგად ვთამაშობთ, მაგრამ ვერ ვიგებთ. სიტუაცია ასეთია, როგორიც არის. კარგი თამაში ჩავატარეთ, მაგრამ ასეთ მაღალ დონეზე მსგავსი რაღაცის დაშვება არ შეიძლება.
ახლა დარჩენილ სამ მატჩზე ფიქრისთვის მზად არ ვარ. უნდა მოვმჯობინდეთ და შემდეგი თამაშისთვის მოვემზადოთ. თუ ასეთ თამშებს ვერ მოიგებ, დარჩენილ თამაშებში გამარჯვების მოპოვება კიდევ უფრო გაჭირდება." - აღნიშნა პეპმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები