Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
პეპ გვარდიოლამ მომავლის გეგმებზე ისაუბრა.
ESPN Brasil-ის კითხვაზე თუ რა დარჩა კარიერაში მისაღწევი, ესპანელმა უპასუხა: "ეროვნული ნაკრები. რომელიმე ნაკრებს მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატზე სიმოვნებით გავწვრთნიდი."
კითხვაზე თუ რომელი ქვეყნის ნაკრებში მუშაობა სურს, 53 წლის სპეციალისტმა უპასუხა: "არ ვიცი, ვის მოვუნდები. ეროვნულ გუნდში სამუშაოდ საჭიროა, რომ მათაც უნდოდე, როგორც საკლუბო ფეხბურთში."
"ეს მიზნად არასდროს დამისახავს, მაგრამ როცა მწვრთნელობა დავიწყე, არც მაშინ მიფიქრია ჩემპიონატებისა და ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე. ახლა კი სიამოვნებით გამოვცდიდი თავს მუნდიალზე, ევროზე ან კოპა ამერიკაზე."
"არ ვიცი, ეს როდის მოხდება, ხუთ, ათ თუ თხუთმეტ წელიწადში, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატზე მწვრთნელობის გამოცდილების მიღება მსურს."
კომენტარები
3 დღის წინ
32 წუთის წინ
4 დღის წინ
12 საათის წინ