3 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
პეპ გვარდიოლამ მადრიდის რეალთან მარცხი შეაფასა.
„მას შემდეგ, რაც პირველივე სახიფათო მომენტში გოლი გავუშვით, რომლის დროსაც თავი ცუდად დავიცავით, ჩვენი ამოცანა უფრო და უფრო რთულდებოდა. ახლა უნდა ვაღიაროთ, რომ უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა, ასე რომ ვულოცავთ რეალ მადრიდს.
ის დაგვრჩენია, რომ პრემიერ ლიგაზე ვკონცენტრირდეთ.
რეალი ფანტასტიკური გუნდია, რომელიც იმსახურებდა შემდეგ ეტაპზე გასვლას. ჩვენ 1/8 ფინალში თამაში არ დაგვიმსახურებია, პირველად ვერ ჩავატარეთ კარგი სეზონი ჩემპიონთა ლიგაზე. ეს უნდა მივიღოთ და ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ მომდევნო სეზონში კვლავ აღვმოჩნდეთ ამ ტურნირზე.
რა თქმა უნდა, რეალი ჩემპიონთა ლიგის მოგების ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია, მაგრამ სხვა ძალიან კარგი გუნდებიც არის." - აღნიშნა პეპმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები