Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
მან სიტის მთავარ მწვრთნელს, პეპ გვარდიოლას, ილქაი გიუნდოგანი ენატრება.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, 53 წლის სპეციალისტს აკლია ის გავლენა და ხარისხი, რომელსაც გუნდში გიუნდოგანი იძლეოდა. ინგლისური კლუბი ნანობს, რომ ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უფრო აქტიურად არ იმუშავა.
გვარდიოლა გიუნდოგანის სათამაშო სტილის დიდი თაყვანისმცემელია. ფაქტობრივად, გერმანელი მისი პირველი დიდი ტრანსფერი იყო სიტიში მოსვლის შემდეგ და ახლა, ვერც მატეო კოვაჩიჩი და ვერც მატეუშ ნუნიეში ვერ უვსებენ პეპს გიუნდოგანის დანაკლისს.
გვარდიოლას ფეხბურთელის გაშვება თავიდანვე არ უნდოდა, მაგრამ სიტიმ მისი წასვლა მშვიდად მიიღო. გერმანელი კლუბის ერთ-ერთი კაპიტანი იყო და შეუცვლელი ლიდერი როგორც გასახდელში, ისე მოედანზე - საკვანძო მომენტებში ხშირად გოლებსაც იტანდა და ასისტებსაც აკეთებდა.
33 წლის გიუნდოგანი ამ ზაფხულიდან ბარსელონაში ასპარეზობს. ამ სეზონში მან ლა ლიგაში 12 (5+7) გოლში მიიღო მონაწილეობა.
კომენტარები
22 საათის წინ
1 დღის წინ
1 დღის წინ
1 საათის წინ