3 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისელმა მწვრთნელმა გრემ პოტერმა ჩელსიში მუშაობის მოკლევადიანი პერიოდი გაიხსენა.
მწვრთნელმა ლონდონური კლუბის სათავეში 2022 წლის სექტემბერში თომას ტუხელი ჩაანაცვლა, 2023-ს აპრილში კი გუნდიდან დაითხოვეს.
„ეს იდეალური შტორმივით იყო. მსოფლიო ჩეპიონატამდე ექვს კვირაში 14 მატჩი ჩავატარეთ. მეგონა, რომ სარეცხ მანქანაში ვისხედით - სწორედ ასე ვიძახდით სამწვრთნელო შტაბშიც, იმიტომ რომ თამაშები გრძელდებოდა, ჩვენ კი მოსამზადებელი პერიოდიც არ გვქონდა.
რის ჯეიმსი და უესლი ფოფანა ტრავმების გამო დავკარგეთ. მგონი, ყველაზე მეტი ფეხბურთელი მუნდიალზე ჩვენ გავუშვით და ამის გამო, საკმაოდ მალევე დავკარგეთ კრისტიან პულიშიჩი და რაჰიმ სტერლინგი.
შემდეგ მფლობელებმა ბევრი ფული ჩადეს შემადგენლობაში - 300 მილიონი ფუნტი იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს. თუ 300 მილიონს ხარჯავ ფეხბურთელებში, რომლებიც მოდიან არა პრემიერ ლიგიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდან, თანაც შუა სეზონში, რეალობაში არც უნდა დაუშვა, რომ ისინი მალევე საქმეში ჩაერთვებიან და ყველაფერი კარგად იქნება.
მაგრამ, აშკარა, რომ როცა 300 მილიონს ხარჯავ, გუნდზე და მწვრთნელზე ზეწოლა იზრდება. ხალხი ამბობს: "მიდით, მოიგეთ, თქვენ ხომ ამდენი დახარჯეთ."
ვფიქრობ, ეს ფული რომ ჰარი კეინსა და დეკლან რაისში დაგვეხარჯა, ეს სამართლიანი მოთხოვნა იქნებოდა, მაგრამ მაშინ ხელმძღვანელობამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო." - აღნიშნა ინგლისელმა.
არ გამოტოვო პრემიერლიგის საუკეთესო მატჩები. თვალი ადევნე მატჩებს ლაივში სრულიად უფასოდ.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები