მთავარი
ევრო 2024
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
3 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
პრემიერ ლიგის 32-ე ტურში მან სიტი სტუმრად ლონდონურ კრისტალ პალასს დაუპირისპირდება.
უყურე თამაშს 15:30-დან adjarabetarena-ზე - სრულიად უფასოდ
კრისტალ პალასი
პალასმა პრემიერ ლიგის ბოლო რვა შეხვედრიდან მხოლოდ ერთი გამარჯვება მოიპოვა (3 ფრე, 4 მარცხი)
დეკემბერში სიტისთან ნათამაშები ფრით პალასმა ერთადერთი ქულა მოიპოვა მიმდინარე სეზონში პირველ ხუთეულში მყოფი გუნდის წინააღმდეგ
ოლივერ გლასნერის გუნდმა პრემიერ ლიგის ბოლო ხუთი საშინაო მატჩიდან სამი მოიგო, მაშინ როცა წინა 9 მატჩში მხოლოდ ერთი გამარჯვება ჰქონდა
არწივებმა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 34 გოლი გაიტანეს - ამაზე ნაკლები მხოლლოდ ევერტონს, ბარნლის და შეფილდს იუნაიტედს აქვთ გატანილი.
ეზეს ხუთი გოლი ბოლო რვა საშინაო მატჩში პალასისთვის 2004-05 წლების შემდეგ საუკეთესო შედეგია ინგლისელი ფეხბურთელებისთვის.
მან სიტი
გვარდიოლას გუნდმა ამ სეზონში სამი მატჩი წააგო - არსენალთან, ასტონ ვილასთან და ვულვზთან
სიტი 15 მატჩია წაუგებელია (11 მოგება, 4 ფრე)
ფილ ფოდენმა 2024 წლის დაწყების შემდეგ პრემიერ ლიგაში 9 გოლი გაიტანა - ყველაზე მეტი
ერლინგ ჰალანდს პრემიერ ლიგის ზედიზედ 4 გასვლითი მატჩია გოლი არ გაუტანია, რაც ყველაზე ცუდი სერიაა მისი სიტიში გადმოსვლის შემდეგ
კევინ დე ბრუინს სიტის მაისურით 100 გოლის გატანამდე ორი გოლი აკლია. დღეს მოედანზე გასვლით, ბელგიელი კლუბის ისტორიაში მე-7 ფეხბურთელი გახდება, რომელიც პრემიერ ლიგაში 250 მატჩს ჩაატარებს.
ურთიერთშეხვედრები
სიტი სელჰარტს პარკზე ბოლო რვა მატჩია დაუმარცხებელია (6 მოგება, 2 ფრე)
ეტიჰადზე გამართული ფრე (2:2) - ბოლო ხუთ მატჩში მესამე შემთხვევა იყო, როცა კრისტალ პალასმა სიტისთან მარცხი აირიდა თავიდან
არწივებს პეპ გვარდიოლას გუნდისთვის საკუთარ კედლებში ბოლო ოთხი მატჩია გოლი არ გაუტანიათ.
სავარაუდო შემადგენლობები:
კრისტალ პალასი: ჰენდერსონი, უარდი, ტომკინსი, ანდერსენი, მუნიოსი, ლერმა, უართონი, მიტჩელი, ეზე, მატეტა, აიუ
მან სიტი: ორტეგა, აკანჯი, სტოუნსი, დიაში, გვარდიოლი, როდრი, დე ბრუინი, ფოდენი, ბერნარდუ, გრილიში, ჰალანდი.
კომენტარები
2 დღის წინ
4 დღის წინ
11 დღის წინ
8 დღის წინ